A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 40 of 766
აკორდეონი
(accordéon) გარმონის ტიპის საკრავი, რომელსაც მარჯვენა ხელისთვის აქვს ფორტეპიანოსებური კლავიატურა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკორდეონისტი
აკორდეონის დამკვრელი მუსიკოსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკორდი
(accordo; accord) "შეთანხმება"სამი ან მეტი მუსიკალური ბგერის ჰარმონიული შეერთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი ◊ სხვადასხვა სიმაღლის რამდენიმე ბგერის (არანაკლებ სამისა) More…
აკორდული
(accordo) "შეთანხმება" მოძვ. სანარდო (მუშაობა, ხელფასი და სხვ.); სააკორდო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკრატოფორი
(akratophoros) "ჭურჭელი წმინდა ღვინისათვის"რეზერვუარის წესით მშხეფარე (შამპანური) ღვინის დასაყენებელი აპარატი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკრედიტაცია
აკრედიტაცია იგივეა,რაც აკრედიტება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკრედიტება
(accredo) "ვენდობი"1.ფინანს. ვინმესთვის რწმუნების მიცემა ფულის მისაღებად ან სავაჭრო ოპერაციების საწარმოებლად;2.დიპლ. რწმუნების (აკრედიტივის) მიცემა უცხო სახელმწიფოს მთავრობასთან More…
აკრედიტებული
1.დიპლ. ვინც დანიშნულია წარმომადგენლად უცხო სახელმწიფოს მთავრობასთან;2. ის ჟურნალისტი, რომელიც დაშვებულია რაიმე საერთაშორისო კონფერენციაზე, სპორტულ შეჯიბრებაზე, ფესტივალზე და მისთანებზე. More…
აკრედიტივი
(Akkreditiv; accredo) "ვენდობი"1. საკრედიტო დაწესებულების (ბანკის,შემნახველი სალაროს)მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც ის ავალებს სხვა ასეთსავე დაწესებულებას მისცეს წარმომდგენს More…
აკრი
(acre) მიწის საზომი ერთეული ინგლისსა და ჩრდ. ამერიკაში; უდრის 4.047 კვ. მეტრს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკრიბია
(akribeia) წიგნ. დიდი სიზუსტე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკრიდინი
(acer (acris)) "მწვავე, ცხარე"ორგანული ნაერთი; შედის ქვანახშირის ფისის შემადგენლობაში; იყენებენ საღებრების და სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკრიქინი
(< acer (acris)) "ძლიერი"მალარიის საწინააღმდეგო სინთეზური პრეპარატი, ქინაქინის შემცვლელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკრობატი
ცირკის მსახიობი ან ტანმოვარჯიშე, რომელიც აკრობატიკას მისდევს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკრობატიკა
(akrobateō) "ფეხის წვერებზე დავდივარ"საცირკო ხელოვნების და ტანვარჯიშის ერთ-ერთი საეობა, რომელიც მოიცავს სხვადასხვაგვარ ვარჯიშს (ხტომას,ყირას, ბრუნს და მისთ.). =უცხო სიტყვათა More…
აკრობოლისტები
(akrobolistēs) მხ. "მოთავე"ძველ საბერძნეთში: მსუბუქად შეიარაღებულ ცხენოსანთა რაზმები, რომლებიც მოწინავე მზვერავების როლს ასრულებდნენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკროკეფალია
(akros და kephalē) "მაღალი" და "თავი"თავის ქალის "კოშკისებური" ფორმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აკროლეინი
(acer (acris) მწვავე და oleum) "მწვავე" და "ზეთი"მომწამლავი ნივთიერება, მწვავე სუნის მქონე უფერო აქროლადი სითხე; ფორმალინთან შერეულს იყენებენ სადეზინფექციოდ. =უცხო More…
აკრომეგალია
(akros და megas (megalu)) "კიდური" და "დიდი"დაავადება, რომელსაც იქვევს ტვინის დანამატის (ჰიპოფიზის) ფუნქციის დარღვევა; ახასიათებს კიდურების (ხელის მტევნების, ტერფების)და More…
აკრონიმი
(akros და onoma (ან onyma)) "ნაპირა,ზედა" და "სახელი"იგივეა, რაც აბრევიატურა (მნიშვ.1). See also: აბრევიატურა, მნიშვ.1. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9