A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 49 of 766
ამბულატორია
(ambulatorius) "რაც სიარულის დროს ხდება"სამკურნალო დაწესებულება, რომელიც საექიმო დახმარებას უწევს იქ მიმსვლელ ან შინ მყოფ ავადმყოფებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ამბულატორიული
ა. მკურნალობა - ამბულატორიაში ჩატარებული მკურნალობა;ა. ავადმყოფი - ავადმყოფი, რომელიც ამბულატორიაში დადის სამკურნალოდ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ამბუშური
(embouchure) Synonym: მუნდშტუკი,მნიშვ.3. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ამება
(amoibē) "ცვლილება, შეცვლა"მიკროსკოპული ერთუჯრედიანი ცხოველი, რომელსაც არა აქვს მუდმივი ფორმა; ცხოვრობს წყალში; ზოგი სახეობა პარაზიტობს ცხოველისა და ადამიანის ნაწლავებში. More…
ამებიაზი
დაავადება, რომელსაც იწვევს ამება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ამებოციტები
(amoibē და kytos) "ცვლილება, შეცვლა" და "უჯრედი"უხერხემლო ცხოველების სისხლის ელემენტები, რომლებიც იცავენ ორგანიზმს მავნე ნივთიერებათაგან (შეესაბამება ხერხემლიანთა More…
ამეთვისტო
(amethystos) ნახევრად ძვირფასი ქვა იისფერი ან ლურჯი; კვარცის ნაირსახეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ამელიორაცია
(amélioration <; melior) "უკეთესი"გაუმჯობესება, მოწესრიგება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ამენორეა
(a, men და rheō) უარყ. ნაწილაკი, "თვე" და "მივედინები"მენსტრუაციის არქონა ქალის სქესობრივი მწიფობის ასაკში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ამენსალიზმი
(a; mensa) უარყ. ნაწილაკი და "მაგიდა, სუფრა, პურის ჭამა"ორგანიზმების სიმბიოზის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც სასარგებლოა ერთი სახეობისათვის, მაგრამ საზიანოა მეორისათვის. მაგ., თრიებისა More…
ამერიკანიზმი
1. ამერიკელთა (ამერიკის შეერთებული შტატების მკვიდრთა) დამახასიათებელი თვისებების ერთობლიობა (მეტისმეტი პრაქტიციზმი, გამდიდრებისადმი სწრაფვა და სხვ.);2.ლინგვ. ინგლისური ენის თავისებურება More…
ამერიციუმი
რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს; ხელოვნურად მიიღეს პირველად 1944წ. ამერიკის შეერთებულ შტატებში (აქედან –სახელწოდება). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ამეტროპია
(a, metron და opsis) უარყ. ნაწილ.,"ზომა" და "მხედველობა"მხედველობის არანორმალურობა (ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ა. შ.), რომლის დროსაც თვალი გარკვევით ვერ არჩევს More…
ამიაკი
ამიაკ-ი [< ბერძ. ammōniakon ფისოვანი წებო, გუმფისი] – მწვავე სუნის მქონე უფერული გაზი, რომელიც წარმოადგენს აზოტისა და წყალბადის ნაერთს; მისი წყალში გახსნით იღებენ ნიშადურის სპირტს. More…
ამიდოლი
ამიდოლ-ი [ამ(იაკი) და ბერძ. eidos სახე, სახეობა] – ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ფოტოგრაფიაში როგორც სამჟღავნს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ამიდოპირინი
ამიდოპირინ-ი - სამკურნალო პრეპარატი, ტკივილის გასაყუჩებელი და სიცხის დასაწევი (ძველი სახელწოდება: პირამიდონი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ამილაზა
ამილაზა [< ბერძ. amulon სახამებელი] – ფერმენტი, რომელიც შლის სახამებელს და ხელს უწყობს მის გარდაქმნას შაქრად; მოიპოვება ნერწყვში, კუჭუკანა ჯირკვალში და სხვ; დიასტაზი. =უცხო More…
ამილაცეტატი
(amulon) "სახამებელი" და "აცეტატი"უფრო საწვავი სითხე; იყენებენ ლაქების წარმოებაში, კვების მრეწველობაში; ე. წ. მსხლის ესენცია. See also: აცეტატი =უცხო სიტყვათა More…
ამილოდექსტრინი
ამილოდექსტრინ-ი [ბერძ. amulon სახამებელი და (იხ. დექსტრინი)] – (ქიმ.). სახამებლის გახლეჩის საწყისი პროდუქტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ამილოზა
ამილოზა [ბერძ. < amulon სახამებელი] – სახამებლის შემადგენელი ნაწილი; წყალში იხსნება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9