A B C D E F G H I J K L M N

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბუბ ბუგ ბუდ ბუე ბუზ ბუი ბუკ ბულ ბუმ ბუნ ბუჟ ბურ ბუს ბუტ ბუფ ბუქ ბუშ ბუც ბუხ
selected terms: 100 page 5 of 5
ბუტონიერი
(boutonnière) 1. ყვავილი ან პატარა თაიგული, რომელსაც გულზე იბნევდნენ. 2. მინის პაწაწა ჭურჭელი სინჯარასავით, რომელშიც დებდნენ ყვავილს და გულზე იბნევდნენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუფები
(bouffer) "დანაოჭება", "ამობურცვა" (მატერიისა)ამობურცული ნაკეცები ქალის კაბაზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუფერი
(buffer) ზამბარიანი მოწყობილობა ლოკომოტივებზე, ვაგონებზე (და სხვ.) დაჯახების, დარტყმის შესასუსტებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუფერული სახელმწიფო
პატარა სახელმწიფო, მოქცეული ორ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შორის, რომელთაგან თითოეული ცდილობს მის გამოყენებას მეორის საწინააღმდეგოდ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუფეტი
(buffet) 1. სუფრის ჭურჭლეულის, საუზმეულისა და სასმელების შესანახი კარადა. 2. სასადილოებსა და რესტორნებში: მაგიდა ან დახლი, სადაც ყიდიან საუზმეულსა და სასმელებს. 3. სასაუზმე ან პატარა More…
ბუფი
(bouffe) კომიკური, სახუმარო, სასაცილო (ჩვეულებრივ მოსდევს არსებით სახელს. მაგ., ოპერა-ბუფი, თეატრ-ბუფი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუფონადა
(buffonada) მეტისმეტად კომიკური, სახუმარო წარმოდგენა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუფონი
(bouffon) მსახიობი, რომელიც კომიკურ როლებს ასრულებს ოპერეტებსა და ვოდევილებში; ხუმარა, ტაკიმასხარა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუქსი
(Büchse) ლოკომოტივის ან ვაგონის დეტალი - კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია ღერძის ბოლო საკისარითურთ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუქსირი
(boegseren) 1. გემი, რომელსაც მიჰყავს მასზე გამობმული სხვა გემი ან ტივი, კარჭაპი და მისთ. (სხვაგვარად: საბუქსირო გემი). 2. მსხვილი ბაგირი, რომლითაც გემს მიჰყავს მასზე გამობმული გემი და მისთ. More…
ბუშელი
(bushel) ფხვიერი სხეულების საწყაო ინგლისში (უდრის 36,4 ლიტრს), ამერიკის შეერთებულ შტატებსა (უდრის 35,2 ლიტრს) და ზოგ სხვა ქვეყანაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუში
(bush) "ბუჩქი, ბუჩქნარი"ავსტრალიაში დაუმუშავებელი მიწის დიდი სივრცე, რომელიც დაფარულია ბუჩქნარით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუშლატი
მეზღვაურთა მაუდის კურტაკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუშმენები
(bosjesman) "ტყის კაცი"სამხრეთ აფრიკის უძველესი მკვიდრნი (ცხოვრობენ უმთავრესად უდაბნო კალაჰარიში); მათთვის დამახასიათებელია მცირე სიმაღლე (145-150 სმ), ღია ყავისფერი კანი, ძალზე More…
ბუშპრიტი და ბუგშპრიტი
(bowsprit; boegspriet) ჰორიზონტალური ან დახრილი ძელი, რომელიც გემის ცხვირიდან წინ არის გამოწეული; იალქნიან გემებზე ბ.-ის საშუალებით წინ სწევენ კლივერებს, რის შედეგადაც უმჯობესდება გემის More…
ბუცეფალი
See also: ბუკეფალი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუცი
(boots) მრ. - სპეციალური ფეხსაცმელი ფეხბურთის სათამაშოდ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუხტი
(bocht) წრეებად, ცილინდრებად ან რვიანის სახით დაწყობილი გვარლი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუხჰალტერი
(Buchhalter) ბუხჰალტერიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბუხჰალტერია
1. სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა წარმოების პროდუქტებით და ფულადი გამოსახულებით; ანგარიშწარმოება. ორმაგი ბ. - წარმოების საბუხჰალტრო აღრიცხვის მეთოდი, რომლის მიხედვითაც ყოველი ოპერაცია More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9