A B C D E F G H I J K L M N

გა გე გვ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გრა გრე გრი გრო გრუ
selected terms: 96 page 5 of 5
გრიფი
(gryps) 1. ფანტასტიკური ცხოველი; აქვს ლომის ტანი, არწივის ფრთები და არწივის ან ლომის თავი; ლომარწივი; 2. სვავი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი ◊ (Griff) 1. სიმებიანი საკრავის ყელზე More…
გრიფონი
(griffon) 1. იგივეა, რაც გრიფი. 2. ერთგვარი გრძელბალნიანი მეძებარი ძაღლი. See also: გრიფი, მნიშვ.1. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გროგი
(grog) მაგარი სასმელი - შაქრიანი ცხელი წყლით შეზავებული რომი, კონიაკი ან არაყი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გრომადა
(gromada) See also: გმინა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გროსბუხი
(Grossbuch) ბუხჰალტერიაში მთავარი დავთარი; თავდავთარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გროსი
(Gross) ვაჭრობაში: თორმეტი დუჟინი (144 ცალი); - წვრილ-წვრილი ნივთების (ფანქრების, კალმების, ღილების, კოჭის ძაფის და სხვ.) სათვლელი ერთეული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გროსმაისტერი
(Grossmeister) 1. 1)წოდებულება, რომელიც ენიჭებათ უმაღლესი კვალიფიკაციის მოჭადრაკეებს; 2)დიდოსტატი. 2. შუა საუკუნეებში სასულიერო-რაინდული ორდენის მეთაური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გროტესკი
(grotesque) 1.ლიტ.ხელ. მხატვრული ხერხი, რაც დამყარებულია მეტისმეტ გაზვიადებაზე, მკვეთრი კონტრასტების - რეალობისა და ფანტასტიკის, ტრაგიკულისა და კომიკურის შეხამებაზე; ასეთი ხერხით შექმნილი More…
გროტესკული
გროტესკის დამახასითებელი; უცნაური, კომიკურ-ფანტასტიკური. See also: მნიშვნ. 1 =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გროტი
(grotte) გამოქვაბული ზღვის ფლატოვან ნაპირზე, აგრეთვე გამოქვაბულის მსგავსი ხელოვნური ნაგებობა (ჩვეულებრივ, ბაღებში, პარკებში): ეხი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი ◊ (groot) ქვედა სწორი More…
გროში
(grosz) 1. მეფის რუსეთში სპილენძის ფული - ორკაპიკიანი (შემდეგში: ნახევარკაპიკიანი). 2.საუბ. ძალიან ცოტა ფული; კაპიკი. 3. ხურდა ფული პოლონეთის სახალხო რესპუბლიკასა (ზლოტის 1/100) და ავსტრიაში More…
გრუბერი
(grubber) სასოფლო-სამეურნეო იარაღი - ნიადაგის ღრმად გასაფხვიერებელი კულტივატორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გრუმი
(groom) დასავლეთ ევროპასა და რევოლუციამდელ რუსეთში: მსახური, რომელიც ცხენით ახლდა მხედარს ან იჯდა ეკიპაჟის კოფოზე; აგრეთვე ბიჭი-ლაქია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
გრუნტი
(Grund) 1. მიწა, ნიადაგი; მყარი ზედაფენა მიწისა, ნიადაგისა. 2. საღებავის პირველი პირი ნახატის ტილოზე ანდა რამდენიმე ფერად შეღებილ საგანზე. 3. ძირითადი ფონი, "მიწა" (სურათისა, More…
გრუნტოვი
(grundtouw) 1. ქერელის ტილოს ლენტები ან გვარლი, რომლებიც შემოჭერილი აქვს გემზე ჩამოკიდებულ ნავს და იცავს მას ქანაობისაგან. 2. ბაგირები ან ფოლადის ლენტები, რომლებსაც მიუერთებენ ხოლმე ჩაძირულ More…
გრუპეტო
(gruppetto) მელოდიური სამკაული, რომელიც ჩვეულებრივ შედგება 4 ან 5 ნოტისაგან; კვანძი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9