A B C D E F G H I J K L M N

და დე დი დო დრ დუ
selected terms: 810 page 5 of 41
დეზავუირება
(désavouer) ვისიმე განცხადება, რომ იგი არ ეთანხმება თავისი წარმომადგენლის, რწმუნებულის მოქმედებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზაქტივაცია
(dés) "-გან, -იდან" და "აქტივაცია"1. მოლეკულის მიერ იმ ენერგიის დაკარგვა, რომელიც აუცილებელია ქიმიურ რეაქციაში მონაწილეობის მისაღებად. 2. რადიაქტიური ნივთიერების მოცილება More…
დეზერტირი
(déserteur) პირი, რომელმაც თვითნებურად მიატოვა სამხედრო სამსახური ან თავი აარიდა ჯარში გაწვევას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზიდერატა
(desiderata) "სასურველი რამ"1.წიგნ. სურვილი, მოთხოვნა. 2. საგანი, წიგნი, მცენარე, რომელიც აკლია რაიმე კოლექციას, რომელიც საჭიროა ბიბლიოთეკის, მუზეუმის, ჰერბარიუმისა და მისთ. More…
დეზინსექტორი
დეზინსექციის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზინსექცია
(dés; insectum) "-გან, -იდან" და "მწერი"მავნე მწერების, პარაზიტების მოსპობა სპეციალური საშუალებებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზინტეგრატორი
1. მანქანა, რომლითაც აქუცმაცებენ და ურევენ ფხვიერ ნივთიერებებს, ქვას, ნახშირს, მიწას, თაბაშირს და სხვ. 2. აპარატი, რომლითაც წმენდენ სამრეწველო გაზებს უწვრილესი მაგარი ან თხევადი More…
დეზინტეგრაცია
მთელის დაშლა, დანაწევრება შემადგენელ ნაწილებად. See also: ინტეგრაცია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზინფექტანტი
სადეზინფექციო სითხე (მაგ., ქირურგის ხელებზე გადასავლებად ოპერაციის წინ). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზინფექტორი
პირი, რომელიც დეზინფექციას ახდენს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზინფექცია
(désinfection) ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობთა მოსპობა სპეციალური საშუალებებით; გაუსნებოვნება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზინფიცირება
დეზინფექციის მოხდენა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზინფორმაცია
(dés და informer) "-გან, -იდან" და " შეტყობინება"ყალბი ცნობების გავრცელება გაზეთის, რადიოს და სხვ. საშუალებით ვისიმე შესაცდენად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზინფორმირება
ყალბი ინფორმაციის, ყალბი ცნობების მიწოდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზოდორატორი
ხელსაწყო ან ქიმიური ნივთიერება, რომლითაც ახდენენ დეზოდორაციას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზოდორაცია
(dés; odor) "-გან, -იდან" და "სუნი"(ცუდი) სუნის მოსპობა ან ჩახშობა ქიმიური საშუალებებით; სუნგაცლა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზორგანიზატორი
პირი, რომელიც დეზორგანიზაციას ახდენს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზორგანიზაცია
(désorganisation) საზოგადოებრივი წესრიგის, დისციპლინის დარღვევა; სახელმწიფო, ადმინისტრაციული, სამეურნეო და სხვა ორგანოების ნორმალური საქმიანობის მოშლა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზორიენტაცია
(désorientation) 1. სწორი ორიენტაციის დაკარგვინება ვინმესთვის; შეცდომაში შეყვანა. 2. სწორი წარმოდგენის დაკარგვა დროის და სივრცის შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეზოქსიდაცია
ჟანგბადის გამოცლა, მოშორება. Antonym: ოქსიდაცია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9