A B C D E F G H I J K L M N

ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეფ ექ ეშ ეხ
selected terms: 594 page 5 of 30
ევფემიზმი
(euphēmismos) სიტყვა ან გამოთქმა. რომლითაც შეცვლილია სხვა, რაიმე თვალსაზრისით მიუღებელი, უხერხული სიტყვა ან გამოთქმა, მაგ; "ფეხმძიმე" – "ორსულის" ნაცვლად, More…
ევფონია
(euphōnia) კეთილხმოვანება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ევფორია
ევფორია - იხ. ეიფორია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ევფუიზმი
(euphuism) < საკუთ. სახ. მაღალფარდოვანი სტილი, რომელიც დატვირთულია ტროპებით, მეტაფორებით, პერიფრაზებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეზოტერიკული
(esōterikos) "შინაგანი"რაც განკუთვნილია მხოლოდ იმათთვის, ვისაც გაენდვნენ; საიდუმლო, დაფარული (ითქმის რელიგიური წესების, მისტიკურ მოძღვრებათა, მაგიურ ფორმულათა შესახებ). More…
ეთანი
(aithēr) "ეთერი", "ჰაერი"უფერო გაზისებრი საწვავი ნივთიერება, რომელსაც შეიცავს სანათი გაზი; იყენებენ სამაცივრო დანადგარებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეთანოლი
იგივეა, რაც ეთილის სპირტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეთერი
(aithēr) 1. წინათ ნავარაუდევი გაზისებრი ნივთიერება, რომელიც თითქოს ავსებდა მსოფლიო სივრცეს და რომლის საშუალებითაც ვრცელდებოდა სინათლე და ელექტრომაგნიტური ტალღები (ამჟამად ეს შეხედულება More…
ეთიკა
(ēthikē) 1.ფილოსოფიური მოძღვრება მორალის, ზნეობის- როგორც საზოგადოებრივი შეგნების ერთ-ერთი ფორმის- შესახებ. მაგ; ჰეგელის ეთიკა. მატერიალისტური ეთიკა;2. რომელიმე კლასის, გარკვეული More…
ეთიკეტი
უმართებ. See also: ეტიკეტი2. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეთიკური
ეთიკასთან დაკავშირებული; =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეთილაცეტატი
უფერო საწვავი სითხე, ეთილის სპირტისა და ძმარმჟავას რთული ეთერი; იყენებენ როგორც გამხსნელს, ლაქ- საღებავების მრეწველობაში, ფოტო- და კინოფირის წარმოებაში და სხვ. See also: ეთილი, აცეტატი More…
ეთილენი
უფერო საწვავი გაზი, რომელიც შედგება ნახშირბადისა და წყალბადისაგან; შედის სანათი გაზის შემადგენლობაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეთილი
(aith(ēr) და hylē) "ეთერი" და "ნივთიერება"ნახშირბადისა და წყალბადის ატომების ჯგუფი, რომელიც შედის ბევრი ორგანული ნაერთის შემადგენლობაში. ე.-ს ს პ ი რ ტ ი - ორგანული More…
ეთნარქი
(ethnos და archos) "ხალხი", "ტომი" და "მეთაური"გვარის, ტომის მამამთავარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეთნიკური
(ethnikos) ამა თუ იმ ტომთან, ხალხთან დაკავშირებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეთნოგენეზი
(ethnos და genesis) "ხალხი" და "წარმოშობა"ხალხის, ტომის წარმოშობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეთნოგრაფი
ეთნოგრაფიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეთნოგრაფია
(ethnos და graphō) "ხალხი" და "ვწერ"1.ისტორიული მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ხალხთა ყოფა-ცხოვრებას, მათ ნივთიერ და სულიერ კულტურას; ხალხთმცოდნეობა. 2. ამა თუ იმ More…
ეთნოლოგია
(ethnos და logos) "ხალხი" და "მოძღვრება"ტერმინი, რომელსაც იყენებენ ეთნოგრაფიის ნაცვლად უცხოელი (უპირატესად გერმანელი) მეცნიერები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9