ტაფონომია [ბერძ. taphos საფლავი, დამარხვა და nomos კანონი] - პალეონტოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს განათხარ ორგანიზმთა ადგილსამყოფლის წარმოქმნის პროცესებს დედამიწის ქერქის ფენებში. More…
ტაქეომეტრ-ი [ბერძ. tachys სწრაფი და metreō ვზომავ] - გეოდეზიური ხელსაწყო, რომლითაც სწრაფად არკვევენ ჰორიზონტალურ მანძილებს და აგრეთვე სიმაღლეებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქიპნოე [ბერძ. tachys სწრაფი, მოკლე და pnoē სუნთქვა] – (მედიც.). გახშირებული ზედაპირული სუნთქვა, რომელსაც არ ახლავს მისი რიტმის დარღვევა; ქოშინის ერთ-ერთი სახეობა. =უცხო სიტყვათა More…
ტაქისტოსკოპ-ი [ბერძ. tachistos უსწრაფესი და skopeō ვუყურებ] - აპარატი, რომლის საშუალებითაც ადამიანი გამოიმუშავებს სწრაფი წაკითხვის უნარს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ტაქს-ი [ფრანგ. taxi] - ავტომობილი, რომელსაც ქირით გადაჰყავს მგზავრები ან გადააქვს ტვირთი; აქვს მრიცხველი, რომელზედაც აღინიშნება მგზავრობის (გადაზიდვის) ღირებულება გავლილი მანძილის More…
ტაქსისებ-ი [< ბერძ. taxis განლაგება] - თავისუფლად გადაადგილების უნარის მქონე მიკროორგანიზმებისა და უმარტივესი მცენარეების (აგრეთვე მრავალუჯრედიანი ორგანიზმების ზოგი უჯრედის) More…
ტაქსონ-ი [< ლათ. taxo შევაფასებ] - რაგინდარა ერთეული (სახეობა, გვარი, ოჯახი, კლასი და მისთ.) მცენარეთა და ცხოველთა სისტემატიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი