A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფობ ფოგ ფოვ ფოი ფოკ ფოლ ფონ ფორ ფოს ფოტ ფოქ
selected terms: 135 page 5 of 7
ფორშმაკი
ფორშმაკ-ი [< გერმ. Vorgeschmack წინასწარ გემება, წინასწარ ტკბობა] – 1. დაკეპილი ხორცი ან ქაშაყი, კარტოფილთან ერთად შემცხვარი. 2. დაკეპილი ქაშაყი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორშტევენი
ფორშტევენ-ი [ჰოლანდ. voorsteven] – (ზღვ.). გემის ნაწილი; წარმოადგენს კილის (იხ.) გაგრძელებას გემის ცხვირისაკენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორჰანგი
ფორჰანგ-ი [გერმ. Vorhang ფარდა] - ცირკში: ფარდა არენასა და კულისებს შორის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფორჰენდი
ფორჰენდ-ი [ინგლ. fore-hand] – (სპორტ.). ჩოგბურთში: დარტყმა მარჯვნიდან, ისე რომ ხელისგული მიმართულია წინ, ხოლო ხელის ზურგი - უკან (შდრ. ბეკჰენდი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოსგენი
ფოსგენ-ი [ბერძ. phōs სინათლე და genos გვარი] - ორგანული ნაერთი, უფერო შხამიანი აირი; მიიღება ნახშირჟანგისა და ქლორისაგან; გამოიყენება გამხსნელების, საღებრების, ფარმაცევტული პრეპარატების More…
ფოსტა
ფოსტა [იტალ. posta] – 1. საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ერთ-ერთი სახეობა; აწარმოებს გზავნილებათა ადრესატებისათვის ჩაბარებას. 2. (საუბ.). კავშირგაბმულობის განყოფილება. 3. საფოსტო More…
ფოსტალიონი
ფოსტალიონ-ი [< იტალ. postiglione მეეტლე] - ფოსტის თანამშრომელი - წერილების დამტარებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოსტამტი
ფოსტამტ-ი [გერმ. Postamt] - კავშირგაბმულობის მსხვილი საწარმო, რომელიც ემსახურება მოსახლეობას საფოსტო, სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირგაბმულობის ყველა სახეობით. =უცხო სიტყვათა More…
ფოსტმაისტერი
ფოსტმაისტერ-ი [გერმ. Postmeister] – (მოძვ.). საფოსტო კანტორის უფროსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოსფატი
ფოსფატ-ი [გერმ. Phosphat] - ფოსფორმჟავას მარილი; იყენებენ სასუქად (აგრეთვე მედიცინასა და ტექნიკაში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოსფორესცენცია
ფოსფორესცენცია [ფოსფორი და ლათ. escentia (სუსტი მოქმედების აღმნიშვნელი სუფიქსი)] – (ფიზ.). ლუმინესცენცია (იხ.), რომელიც შედარებით დიდხანს გრძელდება გაღიზიანების (განათების) შეწყვეტის More…
ფოსფორი
ფოსფორ-ი [ბერძ. phōs შუქი და phoros მზიდი] - ქიმიური ელემენტი, რომელიც სიბნელეში ანათებს; ადვილად აალებადია; მოიპოვება ზოგიერთ მინერალში, ცხოველის ძვლებში, ცხოველისა და მცენარის ქსოვილებში. More…
ფოსფორიტი
ფოსფორიტ-ი [გერმ. Phosphorit] - ნალექი ქანი, რომლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია კალციუმის ფოსფატი; იყენებენ ფოსფორის, ფოსფორმჟავას და სხვ. მისაღებად, აგრეთვე სასუქად. =უცხო More…
ფოსფოროსკოპი
ფოსფოროსკოპ-ი - ხელსაწყო ფოსფორესცენციის შესასწავლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოტარიუმი
ფოტარიუმ-ი [< ბერძ. phōs (phōtos) სინათლე] - სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებში, სპორტულ დარბაზებში და სხვ.: კაბინეტი ჯგუფური ულტრაიისფერი დასხივებისათვის სამკურნალო და More…
ფოტი
ფოტ-ი [ბერძ. phōs (phōtos) სინათლე] – (ფიზ.). ზედაპირის განათებულობის ერთეული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოტო
ფოტო - (საუბ.). იგივეა, რაც ფოტოგრაფია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოტო-
ფოტო- [< ბერძ. phōs (phōtos) სინათლე] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი: 1) შეესაბამება სიტყვა ფოტოგრაფიულს; მაგ., ფოტოაპარატი. ფოტოქაღალდი. 2) აღნიშნავს რისამე შესრულებას More…
ფოტოატელიე
ფოტოატელიე – იხ. ატელიე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოტობაქტერიები
ფოტობაქტერიებ-ი [ბერძ. phōs (phōtos) სინათლე და ბაქტერიები] – ბაქტერიები, რომლებიც სინათლეს გამოსცემენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9