A B C D E F G H I J K L M N

ქა ქე ქვ ქი ქლ ქნ ქო ქრ ქს ქტ ქუ ქშ
selected terms: 157 page 5 of 8
ქორეოგრაფია
ქორეოგრაფია [ბერძ. choreia ცეკვა და graphō ვწერ] – 1. ცეკვის ხელოვნება; ცეკვებისა და საბალეტო სპექტაკლების დადგმის ხელოვნება. 2. (მოძვ.). ცეკვის ჩაწერა საგანგებო პირობითი ნიშნების More…
ქორეოლოგია
ქორეოლოგია [ბერძ. choreia ცეკვა და logos მოძღვრება] - მოძღვრება ცეკვების შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორეპისკოპოსი
ქორეპისკოპოს-ი [ბერძ. chōra ქვეყანა და (იხ. ეპისკოპოსი)] – 1. მთავარი ეპისკოპოსის თანაშემწე. 2. უმრევლო ეპისკოპოსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორმაისტერი
ქორმაისტერ-ი [ბერძ. choros გუნდი და გერმ. Meister ოსტატი, ხელმძღვანელი] - მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი; ლოტბარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქორო
ქორო [ბერძ. choros] – (მოძვ.). მომღერალთა გუნდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქოქოსი
ქოქოს-ი [ესპ. cocos (მრ.)] – 1. იგივეა, რაც ქოქოსის პალმა. ქოქოსის პალმა - მაღალი პალმა, რომელსაც აქვს რგოლებიანი ტანი და ფრთისებრი ფოთლები; ისხამს მსხვილ გემრიელ ყუათიან ნაყოფს. 2. ქოქოსის More…
ქოქსაღიზი
ქოქსაღიზ-ი [თურქ.] - მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე; მისი ფესვები შეიცავენ კაუჩუკს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრესტომათია
ქრესტომათია [ბერძ. chrēstomatheia] - სახელმძღვანელო, რომელშიც შერჩევით არის შეტანილი ლიტერატურული ან მეცნიერული თხზულებანი ან ასეთ თხზულებათა ნაწყვეტები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზანთემა
ქრიზანთემა [ბერძ. chrysanthemon] - დეკორატიული მცენარე, რომელიც იკეთებს კალათებად შეკრებილ სხვადასხვა შეფერილობის ყვავილებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზო-
ქრიზო- [< ბერძ. chrysos ოქრო] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი: ნიშნავს ოქროსფერის ქონას. მაგ., ქრიზობერილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზობერილი და ქრიზობივრილი
ქრიზობერილ-ი და ქრიზობივრილ-ი [ბერძ. chrysos ოქრო და beryllos ბერილი, ბივრილი] - გამჭვირვალე ძვირფასი ქვა, ოქროსფერი ან მწვანე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზოკოლა
ქრიზოკოლა [ბერძ. chrysos ოქრო და kolla წებო] – მწვანე ან ლურჯი მინერალი; წარმოიქმნება სპილენძის სხვადასხვა მადნის დაშლის შედეგად; სპილენძის მისაღები მადანია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზოლითი
ქრიზოლით-ი [ბერძ. chrysolithos < chrysos ოქრო და lithos ქვა] - მინერალი. გამჭვირვალე სახეობა ოლივინისა; გადაჰკრავს დამახასიათებელი ოქროსფერი: იყენებენ საიუველირო საქმეში. More…
ქრიზოპრაზი
ქრიზოპრაზ-ი [ბერძ. chrysos ოქრო და prasios მწვანე] - ქალცედონის ნაირსახეობა: ნიკლის მარილების მიერ შეფერადებულია მწვანედ; წარმოადგენს ნახევრად ძვირფას ქვას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრიზოტილი
ქრიზოტილ-ი [ბერძ. chrysos ოქრო და tilos ბოჭკო] - აზბესტის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაირსახეობა (თავისი ტექნიკური თვისებებით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრომალი
ქრომალ-ი [ქრომ(ი) და ალ(უმინი)] - საერთო სახელწოდება რკინის საფუძვლის მქონე მხურვალმედეგი შენადნობებისა, რომლებიც შეიცავს 17-30% ქრომსა და 4-5% ალუმინს: მავთულებისა და ლენტების სახით More…
ქრომატი
ქრომატ-ი - ქრომის მჟავას მარილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქრომატიზმი
ქრომატიზმ-ი [ბერძ. chrōmatismos შეღებვა, შეფერილობა] – 1. (ფიზ.). თეთრი სხივის თვისება - დაიშალოს სხვადასხვა ფერის სხივებად. 2. (მუს.). ხმის, მელოდიის ამაღლება ან დადაბლება ნახევარტონებით. More…
ქრომატინი
ქრომატინ-ი [< ბერძ. chrōma (chrōmatos) ფერი, საღებავი] – (ბიოლ.). ქრომოსომების ნივთიერება, რომელიც მოიპოვება მცენარეული და ცხოველური უჯრედის ბირთვებში; კარგად იღებება ბირთვული More…
ქრომატული
ქრომატულ-ი [ბერძ. chrōmatikos] - ფერადი, შეღებილი ქრომატული ფერები - წითელი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9