A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
selected terms: 464 page 5 of 24
ჰელერი
ჰელერ–ი [ჩეხ.haleř, გერმ. Heller] - 1.ხურდა ფული ჩეხოსლოვაკიაში, კრონის 1/100. 2. ხურდა ფული სამხრეთ და დასავლეთ გერმანიაში (მე–13–19ს.ს.–ში), ავსტრია–უნგრეთში (1892 წ.– დან 1918წ.–მდე), More…
ჰელიკონი²
ჰელიკონ–ი² [ბერძ. helix (helikos) დახვეული, მოღუნული] – სპილენძის სასულე საკრავი დაბალი რეგისტრისა (ბასი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიკონი¹
ჰელიკონ–ი¹ [ბერძ. Helikōn] - საბერძნეთში: მთა, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით წარმოადგენდა აპოლონისა და მუზების ადგილსამყოფელს; აპოლონის პატივსაცემად მასზე ააგეს ტაძარი. =უცხო More…
ჰელიკოპტერი
ჰელიკოპტერ–ი [ბერძ. helix (helikos) ხვეული, სპირალი და pteron ფრთა] – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია ვერტიკალურად აფრინდეს ან დაფრინდეს გარბენის გარეშე, გაუნძრევლად «ეკიდოს» More…
ჰელიოგეოფიზიკა
ჰელიოგეოფიზიკა [ბერძ. hēlios მზე და (იხ. გეოფიზიკა)] - სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მზეზე მიმდინარე პროცესების გავლენას გეოფიზიკურ მოვლენებზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიოგრავიურა
ჰელიოგრავიურა [ბერძ. hēlios მზე და ფრანგ. gravure (იხ. გრავიურა)] – (პოლიგრ.) ღრმა ბეჭდვის ერთ–ერთი ხერხი, რომლის დროსაც საბეჭდი ფორმა მზადდება ფოტოგრაფიული და ქიმიური პროცესების More…
ჰელიოგრაფი
ჰელიოგრაფ–ი [ბერძ. hēlios მზე და graphō ვწერ] –1. ფოტოაპარატიანი ტელესკოპი, რომელიც მზის გადასაღებად არის განკუთვნილი. 2. ხელსაწყო, რომელიც ავტომატურად იწერს მზის სიკაშკაშის ხანგრძლივობას More…
ჰელიოთერაპია
ჰელიოთერაპია [ბერძ. hēlios მზე და therapeia მკურნალობა] – მზის სხივებით მკურნალობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიომატი
ჰელიომატ–ი [<ბერძ. hēlios მზე] – სათვალე, რომლის მინები მზეზე თავისით მუქდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიომეტრი
ჰელიომეტრ–ი [ბერძ. hēlios მზე და metreō ვზომავ] – ასტრონომიული ხელსაწყო მცირე, 1°– მდე კუთხეების გასაზომად ცის სფეროზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიოსი
ჰელიოს–ი [ბერძ. Hēlios] - ბერძნულ მითოლოგიაში: მზის ღმერთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიოსკოპი
ჰელიოსკოპ–ი [ბერძ. hēlios მზე და skopeō ვუყურებ] – ტელესკოპი მზის ზედაპირზე ვიზუალური დაკვირვებებისათვის. (იხ. ვიზუალური დაკვირვება). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიოსტატი
ჰელიოსტატ–ი [ბერძ. hēlios მზე და statos მდგომარე]– ასტრონომიული ხელსაწყო; საათის მექანიზმით მბრუნავი მისი სარკე მზის სხივებს მიაქცევს მუდმივად ერთი მიმართულებით (მზის ხილული დღეღამური More…
ჰელიოტაქსისი
ჰელიოტაქსის–ი [ბერძ. hēlios მზე და taxis განლაგება] – (ბიოლ.). იგივეა, რაც ფოტოტაქსისი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიოტექნიკა
ჰელიოტექნიკა – ტექნიკის დარგი, რომელსაც ეხება მზის ენერგიის გამოყენება სამრეწველო და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიოტროპი
ჰელიოტროპ–ი [ბერძ. hēlios მზე და tropē მოსახვევი] –1. ბალახოვანი დეკორატიული მცენარე; აქვს სურნელოვანი ყვავილები. 2. წითლად დაწინწკლული მწვანე მინერალი, ქალცედონის ნაირსახეობა; იყენებენ More…
ჰელიოტროპიზმი
ჰელიოტროპიზმ–ი [ბერძ. hēlios მზე და tropos მობრუნება] – იგივეა, რაც ფოტოტროპიზმი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიოფიზიკა
ჰელიოფიზიკა – ასტროფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს მზის ატმოსფეროში მომხდარ მოვლენებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიოფილური
ჰელიოფილურ–ი [ბერძ. hēlios მზე და phileō მიყვარს]: ჰელიოფილური მცენარეები – ( ბოტან.). სინათლის მოყვარული მცენარეები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰელიოფობური
ჰელიოფობურ–ი [ბერძ. hēlios მზე და phobos შიში]: ჰელიოფობური მცენარეები –(ბოტან.). ჩრდილის მოყვარული მცენარეები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9