A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰებ ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰენ ჰეპ ჰერ ჰეს ჰეტ ჰეფ ჰექ
selected terms: 145 page 5 of 8
ჰემოროი
ჰემოროი [ბერძ. haimorrhoia სისხლდენა] – ბუასილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემოსტაზი
ჰემოსტაზ–ი [ბერძ. haima სისხლი და stasis შეჩერება] – (მედიც.). სისხლდენის შეჩერება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემოფილია
ჰემოფილია [ბერძ. haima სისხლი და philia მიდრეკილება] – (მედიც.). სისხლის შედედების უნარის დაკარგვა, რაც იწვევს სისხლის დენას სულ მცირე დაზიანების დროსაც. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემფშირის ცხვარი
ჰემფშირ–ის ცხვარი - მსხვილი სახორცე და სამატყლე ჯიშის ცხვარი [ინგლისის საგრაფოს Hempshire-ის სახელის მიხედვით, სადაც მე–19 ს.–ის I ნახევარში გამოიყვანეს ამ ჯიშის ცხვარი]. =უცხო More…
ჰენდსი
ჰენდს–ი [ინგლ. hands ხელი! ხელით შეხება] – (სპორტ.). 1. ფეხბურთში: ბურთისათვის ხელით შეხება (საჯარიმო მოედანს გარეთ), რასაც ჯარიმა მოსდევს. 2. ბურთიან ჰოკეიში: ბურთის არასწორი შეჩერება More…
ჰენოთეიზმი
ჰენოთეიზმ–ი [ბერძ. hen ერთი და theos ღმერთი] – პოლითეიზმის სახეობა, რომლის დროსაც მრავალ სხვა ღვთაებას შორის ერთ–ერთი მათგანი ითვლება მთავარ და ყველაზე ძლიერ ღმერთად. =უცხო სიტყვათა More…
ჰენრი
ჰენრი – (ფიზ.). ინდუქციურობისა და ურთიერთინდუქციურობის ერთეული [ამერიკელი ფიზიკოსის ჯ. ჰენრის (Henry, 1797-1878.) გვარის მიხედვით.]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეპარინი
ჰეპარინ–ი [<ბერძ. hēpar ღვიძლი] – ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას; პირველად გამოყვეს ღვიძლიდან; მცირე რაოდენობით მოიპოვება აგრეთვე ფილტვებში, თირკმელებში და სხვ. More…
ჰეპატიტი
ჰეპატიტ–ი [< ბერძ. hēpar (hēpatos) ღვიძლი] – (მედიც.). ღვიძლის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეპატოგენური
ჰეპატოგენურ–ი [< ბერძ. hēpar (hēpatos) ღვიძლი და genos წარმოშობა] – (მედიც.). ღვიძლში წარმოშობილი, ღვიძლიდან მომდინარე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეპატოლოგი
ჰეპატოლოგ–ი – ჰეპატოლოგიის სპეციალისტი; ექიმი, რომელიც ღვიძლის დაავადებებს მკურნალობს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეპატოლოგია
ჰეპატოლოგია [ბერძ. hēpar (hēpatos) ღვიძლი და logos მოძღვრება] – მედიცინის დარგი, რომელიც ღვიძლის დაავადებებსა და მკურნალობას სწავლობს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეპი-ენდი
ჰეპი- ენდ–ი [ინგლ. happy end]- «კეთილი ბოლო»; მხატვრული ნაწარმოების (კინოფილმის, რომანის) კეთილი დასასრული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეპტაგონი
ჰეპტაგონ–ი [ბერძ. hepta შვიდი და gōnia კუთხე] – შვიდკუთხედი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეპტაედრი
ჰეპტაედრ–ი [ბერძ. hepta შვიდი და hedra ფუძე, ზედაპირი, გვერდი] – (მათემ.). სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია შვიდი სიბრტყით; შვიდწახნაგა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეპტაქორდი
ჰეპტაქორდ–ი [ბერძ. hepta შვიდი და chordē სიმი] – 1. შვიდსიმიანი ლირა. 2. შვიდსაფეხურიანი ბგერათრიგი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეპტოდი
ჰეპტოდ–ი [ბერძ. hepta შვიდი და (ელექტრ)ოდი] – შვიდი ელექტროდის (კათოდის, ხუთი ბადისა და ანოდის) მქონე ელექტრონმილაკი; გამოიყენება ზოგი ტიპის რადიომიმღებში რხევათა სიხშირის გარდასაქმნელად; More…
ჰერ
ჰერ [გერმ. Herr] - გერმანიასა და ზოგ სხვა ქვეყნაში: მამაკაცის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად); ბატონი; ბატონო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰერა
ჰერა [ბერძ. Hēra] - ბერძნულ მითოლოგიაში: ქალღმერთი, ზევსის უფროსი და და მეუღლე, ქორწინებისა და ერთგული ცოლების მფარველი (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება იუნონა). =უცხო სიტყვათა More…
ჰერაკლე
ჰერაკლე [ბერძ. Hēraklēs] - ბერძნულ მითოლოგიაში: ზევსის შვილი, ნახევრად ადამიანი – ნახევრად ღმერთი, ერთ–ერთი ყველაზე უფრო პოპულარული, არაჩვეულებრივად ღონიერი გმირი (ლათინურად: ჰერკულესი). More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9