A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰია ჰიბ ჰიგ ჰიდ ჰიე ჰილ ჰიმ ჰინ ჰიო ჰიპ ჰირ ჰის ჰიტ ჰიფ ჰიჯ
selected terms: 176 page 5 of 9
ჰიდროქორია
ჰიდროქორია [ბერძ. hydōr წყალი და choreō წინ მივიწევ, ვვრცელდები] – (ბოტან.). მცენარეთა სპორების, თესლისა და ნაყოფის გავრცელება წყლის დინებათა მიერ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიდროქსილი
ჰიდროქსილ-ი [ბერძ. hydōr წყალი და oxys მჟავე] – (ქიმ.). ჯგუფი ჟანგბადი – წყალბადი, რომელიც შედის ბევრი ქიმიური ნაერთის (მაგ., წყლის, ტუტეების, სპირტების) მოლეკულებში. =უცხო სიტყვათა More…
ჰიდრო–
ჰიდრო– [< ბერძ. hydōr წყალი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს: წყლისას, წყალთან დაკავშირებულს. მაგ., ჰიდროთვითმფრინავი, ჰიდროენერგეტიკა, ჰიდროქიმია. =უცხო More…
ჰიენა
ჰიენა [ბერძ. hyaina]-აფთარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიეროგლიფი
ჰიეროგლიფ-ი – იხ. იეროგლიფი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰილზი
ჰილზ-ი [გერმ. Hülse] – 1. პაპიროსის ქაღალდის მასრა, რომელსაც თამბაქოთი ტენიან. 2. ლითონის მილი ტყვიის ან ჭურვისათვის; აქვს ფსკერი, რომლის ნახვრეტშიც იდება ფისტონი. =უცხო სიტყვათა More…
ჰილოზოიზმი
ჰილოზოიზმ-ი [ბერძ. hylē ნივთიერება და zōē სიცოცხლე] – მცდარი ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც მატერია საყოველთაოდ სულიერია; დიალექტიკურ მატერიალიზმს მიაჩნია, რომ ფსიქოლოგიური არის More…
ჰილოტები
ჰილოტებ-ი [ბერძ. heilōtēs (მხ.]– ისტ.). სპარტაში (ძვ. საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქ-სახელმწიფოში): ნახევრად დამონებული გლეხები, მიწათმოქმედნი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიმალაის დათვი
ჰიმალაი-ს დათვი – იხ. პანდა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიმენე
ჰიმენე [ბერძ. Hymenaios] - ბერძნულ მითოლოგიაში: ქორწინების ღმერთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიმენიუმი
ჰიმენიუმ -ი [< ბერძ. hymēn აფსკა, საფარველი] – (ბოტან.). ქუდიანი სოკოების მეტად ან ნაკლებად მკვრივი ფენა, რომელიც შედგება სპორათწარმომქმნელი უჯრედებისაგან. =უცხო სიტყვათა More…
ჰიმენომიცეტები
ჰიმენომიცეტებ-ი [ბერძ. hymēn აფსკა, საფარველი და mykēs (mykētos) სოკო] – დიდი ჯგუფი სოკოებისა, რომლებსაც ჰიმენიუმი მოთავსებული აქვს ნაყოფის სხეულის ზედაპირზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიმენოპტერები
ჰიმენოპტერებ-ი [ბერძ. hymēn აფსკა, საფარველი და pteron ფრთა] - აპკოვანფრთოსანი მწერები (კრაზანები, ფუტკრები და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიმნი
(humnos) 1. საზეიმო სიმღერა, რომელიც მიღებულია როგორც სახელმწიფოებრივი ან კლასობრივი ერთიანობის სიმბოლო. 2. სახოტბო გალობა; ღვთაების სადიდებელი სიმღერა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი More…
ჰიმნოგრაფი
ჰიმნოგრაფ-ი – ჰიმნოგრაფიის წარმომადგენელი; ჰიმნების (იხ. ჰიმნი, მნიშვ. 2.) შემქმნელი პოეტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიმნოგრაფია
ჰიმნოგრაფია [ბერძ. humnos ჰიმნი და graphō ვწერ] – სასულიერო პოეზია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰინა
ჰინა – (მოძვ.). იხ. ინა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰინტერლანდი
ჰინტერლანდ-ი [გერმ. Hinterland]-1. რაიონი, რომელიც ეკვრის სამრეწველო, სავაჭრო ცენტრს, ნავსადგურს და ა.შ. 2. უკვე დაპყრობილი ( კოლონიალური)ტერიტორიის მომიჯნავე ნაწილი, რომელზედაც დაპყრობელი More…
ჰიოსციამინი
ჰიოსციამინ-ი [< ბერძ. hioskiamos ლენცოფა] – ალკალოიდი, რომელიც შედის ბელადონის, ლენცოფას და ზოგი სხვა მცენარის შემადგენლობაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპარიონი
ჰიპარიონ-ი [< ბერძ. hippos ცხენი და (thē)rion მხეცი – განამარხებული ცხოველი ცხენების ჯგუფისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9