A B C D E F G H I J K L M N

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აყ აშ აც ახ აჯ აჰ
ალა ალბ ალგ ალდ ალე ალვ ალთ ალი ალკ ალმ ალო ალპ ალს ალტ ალუ ალფ ალქ ალყ
selected terms: 130 page 6 of 7
ალტერაცია
(altération) მუსიკალური ბგერის ნახევარტონით ან მთელი ტონით შეცვლა (ამაღლება ან დადაბლება); ალტერაციის ნიშნებია: დიეზი, ბემოლი, ბეკარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალტერნატი
(alterno) "მონაცვლეობით ვაკეთებ"საერთაშორისო სამართალში: ხელშეკრულების დამდები მხარეების დასახელების, ხელმოწერისა და ბეჭდის დასმის თანამიმდევრობის წესი ხელშეკრულების ტექსტში. More…
ალტერნატივა
(alternative) 1)ორი ერთმანეთის საპირისპირო შესაძლებლობიდან ერთ-ერთის არჩევის აუცილებლობა; 2)მესამე შესაძლებლობის არარსებობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალტერნატიული
ალტერნატივის ხასიათისა; ორში ერთი აუცილებელი ან შესაძლებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალტერნატორი
(alterno) "ვაკეთებ რასმე რიგრიგობით, შესვენებებით"ელექტრული მანქანა, რომელიც გამოიმუშავებს ცვლად დენს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალტერნაცია
(alternatio) "მონაცვლეობა"1.ლინგვ. ბგერათა კანონზომიერი მონაცვლეობა სიტყვებში (მაგ., გრეხს - გრიხა, მოვედი - მოვიდა);2. საერთოდ, მონაცვლეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალტი
(alto) 1. ოთხსიმიანი ხემიანი საკრავი, ვიოლინოზე დიდი და მასზე დაბალი დიაპაზონისა;2. თითბრის ჩასაბერი საკრავი, რომელიც შედის სასულე ორკესტრის შემადგენლობაში;3. ქალის ან ბავშვის დაბალი ხმა. More…
ალტიგრაფი
(altus; graphō) "მაღალი" და "ვწერ"ავტომატურად ჩამწერი ალტიმეტრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალტიმეტრი
(altus; metreō) "მაღალი" და "ვზომავ"ფრენის სიმაღლის გასაზომი ხელსაწყო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალტინგი
უმართებ. See also: ალთინგი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალტისტი
ალტის დამკვრელი მუსიკოსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალტიტუდა
(altitudo) "სიმაღლე"ადგილმდებარეობის ამა თუ იმ წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალტრუიზმი
(altruisme) უანგარო ზრუნვა სხვისი კეთილდღეობისათვის, მზადყოფნა სხვას შესწიროს თავისი პირადი ინტერესები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალტრუისტი
ალტრუიზმით გამსჭვალული ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალუვიონი
(alluvio) "მონატანი, ნარიყი"მდინარის მონატანი სილა, თიხა, რიყის ქვა და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალუვიური
მონატანი, მონარიყი (სილა, თიხა და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალუზია
(allusion) "გადაკრული სიტყვა"რიტორიკული ხერხი - გადაკვრით ხსენება რაიმე ცნობილი ისტორიული ამბის ან ლიტერატურული ნაწარმოებისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალუმელი
ძნელდნობადი შენადნობი ნიკლის, ალუმინისა და მანგანუმისა; იყენებენ თერმოელექტრული პირომეტრების დასამზადებლად. See also: პირომეტრი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ალუმინთერმია
(thermē) "ალუმინი" და "სითბო, მხურვალება"ლითონთა ჟანგეულების ალუმინით აღდგენა ლითონებისა და შენადნობების (მაგ., ქრომის, მანგანუმის, ვანადიუმის, ფეროშენადნობების) More…
ალუმინი
(alumen (aluminis)) "შაბი"მსუბუქი, რბილი მოვერცხლისფრო ლითონი; დიდი გამოყენება აქვს ტექნიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9