A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
კაა კაბ კაგ კად კაე კავ კაზ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაო კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კაქ კაშ კაჩ კახ კაჰ
selected terms: 441 page 6 of 23
კალკულატორი
პირი, რომელიც კალკულაციას ადგენს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალკულაცია
(calculatio) საქონლის თვითღირებულების ყველა ელემენტისა და გასაყიდი ფასის გამოანგარიშება. Synonym: კალკულირება =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალმარი
(calmar) ზღვის მოლუსკი თავფეხიანების კლასისა; მისი ხორცი ითვლება ძვირფას საკვებ პროდუქტად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალომელი
(kalos და melas) "ლამაზი" და "შავი"ქლოროვანი ვერცხლისწყალი; იყენებენ მედიცინაში სასაქმებელ და სადეზინფექციო საშუალებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალორია
(calor) "სითბო"სითბოს რაოდენობის საზომი ერთეული. =მცირე კ.- სითბოს ის რაოდენობა, რაც საჭიროა ერთი გრამი სუფთა წყლის ერთი გრადუსით გასათბობად. დიდი კ.- სითბოს ის რაოდენობა, რაც More…
კალორიზაცია
(calor) "სითბო"ფოლადის ან თუჯის ზედაპირის გაჯერება ალუმინით მხურვალმედეგობის მისაცემად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალორიმეტრი
ხელსაწყო, რომლითაც ზომავენ რაიმე სხეულის მიერ გამოყოფილი ან შთანთქმული სითბოს რაოდენობას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალორიმეტრია
(calor; metreō) "სითბო" და "ვზომავფიზიკის დარგი, რომელიც ახდენს სხვადასხვა სხეულის თბოტევადობის გაზომვას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალორიმეტრიული ბომბი
სქელკედლებიანი ფოლადის ჭურჭელი, რომელიც შიგნიდან მოპირკეთებულია პლატინით ან ემალით; წარმოადგენს ისეთი კალორიმეტრის შემადგენელ ნაწილს, რომლითაც განსაზღვრავენ მაგარი და თხევადი სათბობის More…
კალორიფერი
(calorifère; calor და fero) < "სითბო" და "მომაქვს"ჰაერის გასახურებელი მოწყობილობა; წარმოადგენს მილების სისტემას, რომელშიც მოძრაობს ცხელი წყალი, ორთქლი და სხვ.; More…
კალუსი
(callus) "სქელი კანი", "კოჟრი1.ბოტან. ახალწარმონაქმნი, ნუჟრი მცენარის ჭრილობის ზედაპირზე. 2.მედიც. ძვლის კოჟრი, რომელიც ჩნდება ძვლის მოტეხილობის შეხორცების შედეგად. More…
კალცეფილები
(calx (calcis); phileō) "კირი" და "მიყვარს"მცენარეები, რომლებიც ხარობენ უპირატესად კალციუმით, კირით მდიდარ ნიადაგებზე. Synonym: კალცეფიტები =უცხო სიტყვათა ლექსიკონი More…
კალცეფობები
(calx (calcis); phobos) "კირი" და "შიში"მცენარეები, რომლებიც კარგად ხარობენ მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის ნიადაგებზე, ხოლო ცუდად - კირით მდიდარ ნიადაგებზე. =უცხო More…
კალცექსი
(calcex) ქლოროვანი კალციუმისა და უროტროპინის მარილი; იყენებენ როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკურ საშუალებას გრიპის წინააღმდეგ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალცინა
(calx (calcis)) "კირქვა", "კირი" კალის შენადნობი ტყვიასთან; გამოწვავენ ხოლმე ისე, რომ ნაცრის სახე მიიღოს; გამოიყენება ჭიქურის დასამზადებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალცინაცია
(calcino) "კირად ვაქცევ"ნივთიერებათა გავარვარება ან გამოწვა მათი დაჟანგვის ან დაშლის მიზნით. Synonym: კალცინირება =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალციტი
ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული მინერალი; მარმარილოს, კირქვისა და სხვ. შემადგენელი ნაწილი; კირშპატი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კალციუმი
(calx (calcis)) "კირი"ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო ბზინვარე ლითონი, რომელიც შედის კირქვის, მარმარილოს, ცარცის, თაბაშირისა და სხვ. შემადგენლობაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამა
ინდუიზმის პანთეონში: სიყვარულის ღმერთი, ვიშნუს და ლაქშმას შვილი; წარმოდგენილი ჰყავთ ყმაწვილის სახით, რომელიც ადამიანებს გულში ესვრის ყვავილის ისრებს . =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კამამბერი
(camembert) ფრანგული ყველი ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9