A B C D E F G H I J K L M N

შა შე შვ ში შკ შლ შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შხ
selected terms: 208 page 6 of 11
შლაგერი
შლაგერ-ი [გერმ. Schlager] - სეზონის მშვენება (ითქმის მოდურ სიმღერაზე, წიგნზე და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლანგი
შლანგ-ი [გერმ. Schlanger] - რეზინის ან სხვა მასალის მოქნილი მილი სითხის ან გაზის გადასაცემად, შესაწოვად და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლაპა
შლაპა [რუს. шляпа < გერმ.] – 1. მამაკაცის ქუდი. მრგვალი მოყვანილობისა, ირგვლივ ფარფლიანი. 2. ქალის ქუდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლაფროკი
შლაფროკ-ი [გერმ. Schlafrock] – (მოძვ.). საშინაო ხალათი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლეიფი
შლეიფ-ი [გერმ. Schleife] - ქალის კაბის ძალიან გრძელი უკანა კალთა, რომელიც ძირს ეთრევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლიაგერი
შლიაგერ-ი (უმართებ.). - იხ. შლაგერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლიახტა
შლიახტა [პოლონ. szlachta] – (ისტ.). პოლონელი წვრილი აზნაურობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლიახტიჩი
შლიახტიჩ-ი [პოლონ. szlachcic] – (ისტ.). პოლონელი წვრილი აზნაური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლიხი
შლიხ-ი [გრმ. Schlich] - დიდი კუთრი წონის მქონე მინერალების ნაწილაკთა ნალექი, რომელიც მიიღება სილისა და სხვა ფხვიერი ქანების გარეცხვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლიხტი
შლიხტ-ი [გერმ. Schlichte] - სახამებლის შემცვლელი წებოვანი ხსნარი, რომელსაც უსვამენ ქსელს (ქსოვილისათვის სიგლუვისა და სიმკვრივის მისაცემად). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შმუცტიტული
შმუცტიტულ-ი [გერმ. Schmutztite] - წიგნის დასაწყისის (ან ცალკეული ნაწილების, თავების) წინ მოთავსებული ფურცელი რომელზედაც არის მოკლე სათაური, ილუსტრაცია, სამკაული და სხვ. =უცხო More…
შნაფსი
შნაფს-ი [გერმ. Schnaps] - არაყის სახელწოდება გერმანიაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შნეკი
შნეკ-ი [გერმ. Schnecke] - ერთგვარი კონვეიერი, რომელიც მცირე მანძილზე ეზიდება და ამავე დროს ერთმანეთში ურევს ფხვიერ, თხევად, ცომისებურ და ა. შ. მასალას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შნიცელი
შნიცელ-ი [გერმ. Schnitzel] - დაბეგვილი ან დაკეპილი ხორცის თხელი მრგვალი კატლეტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შნორკელი
შნორკელ-ი [გერმ. Schnorchel] - წყალქვეშა ნავში: ორმაგი მილის მსგავსი მოწყობილობა ჰაერის მისაწოდებლად და ნამუშევარი გაზების გამოსაშვებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შნური
შნურ-ი [გერმ. Schnur] - ელექტრული სადენი, ზონარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შოვინიზმი
შოვინიზმ-ი [ფრანგ. chauvinisme < საკუთ. სახ.] - უკიდურესი ბურჟუაზიული ნაციონალიზმი (იხ. ნაციონალიზმი, მნიშვ. 1). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შოვინისტი
შოვინისტ-ი - შოვინიზმის მომხრე; უკიდურესი ბურჟუაზიული ნაციონალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შოკი
შოკ-ი [ფრანგ. choc] – (მედიც.). ორგანიზმის ფუნქციების საერთო მძიმე მოშლილობა, რასაც იწვევს ძლიერი ფიზიკური დაზიანება ან ფსიქიკური შერყევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შოკოლადი
შოკოლად-ი [ესპ. chocolate] – 1. კაკაოს თესლისაგან მიღებული მასა ან ფხვნილი, რომელშიც შაქარი და სანელებლებია შერეული; ამ მასისაგან დამზადებული კანფეტები ან კვერები. 2. ასეთი ფხვნილისაგან More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9