ჰელიოცენტრულ–ი [ბერძ. hēlios მზე და ლათ. centrum ცენტრი] – სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემა – მზის სისტემის შესახებ კოპერნიკის (1473–1543წწ.) მოძღვრება, რომლის მიხედვითაც მზე წარმოადგენს More…
ჰელიო– [< ბერძ. hēlios მზე] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს მზესთან, მზის სხივებთან დაკავშირებულს. მაგ., ჰელიოფიზიკა, ჰელიოთერაპია. =უცხო სიტყვათა More…
ჰელმინთოლოგია [ბერძ. helmins (helminthos)ჭია და logos მოძღვრება] – მეცნიერება პარაზიტული ჭიებისა (ჰელმინთებისა) და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებათა შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემაგლუტინაცია [ბერძ. haima სისხლი და agglutinatio შეწებება] – ერთი პირის სისხლის ერითროციტების აგლუტინაცია (ერთად შეგროვება) სხვისი სისხლის შრატში შერევისას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემატოგენ–ი [ბერძ. haima (haimatos) სისხლი და genos წარმოშობა; გვარი] – რკინის შემცველი სამკურნალო პრეპარატი, გლიცერინსა და ღვინოში გახსნილი ჰემოგლობინი; ხმარობენ სისხლნაკლებობის დროს. More…
ჰემატოზოებ–ი [ბერძ. haima (haimatos) სისხლი და zōon ცხოველი] – ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებიც პარაზიტობენ ხერხემლიანთა (მათ შორის–ადამიანის) სისხლში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემატოლოგია [ბერძ. haima (haimatos) სისხლი და logos მოძღვრება] – მეცნიერება, რომელიც სწავლობს სისხლის შემადგენლობასა და თვისებებს, აგრეთვე სისხლის დავადებებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰემატოპოეზ–ი [ბერძ. haima (haimatos) სისხლი და poiēsis შემონაქმედი] – სისხლის ფორმოვანი ელემენტების (სისხლის წითელი და თეთრი ბურთულების) წარმოქმნა ადამიანისა და ცხოველების ორგანიზმში. More…