A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰია ჰიბ ჰიგ ჰიდ ჰიე ჰილ ჰიმ ჰინ ჰიო ჰიპ ჰირ ჰის ჰიტ ჰიფ ჰიჯ
selected terms: 176 page 6 of 9
ჰიპარქოსი
ჰიპარქოს–ი [ბერძ. hipparchos] - ძველ საბერძნეთში: ცხენოსანი რაზმის უფროსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპერ-
ჰიპერ- [ბერძ. huper- ზე, ზევით] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს ზევით ყოფნას, აგრეთვე ნორმის გადამეტებას. მაგ., ჰიპერტონია, ჰიპერტროფია (საპირისპ. ჰიპო-). =უცხო More…
ჰიპერაზოტემია
ჰიპერაზოტემია [ბერძ. huper-ზე, ზევით და haima სისხლი] – (მედიც.). სისხლში ცილოვანი ცვლის აზოტოვანი პროდუქტების (შარდოვანას, შარდმჟავას და სხვ.)რაოდენობის მომატება; ვითარდება თირკმლების More…
ჰიპერბოლა
ჰიპერბოლა [ბერძ. huperbolē გაზვიადება]–1. მხატვრული ხერხი – მეტისმეტი გაზვიადება შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით. 2. (მათემ.). ორტოტიანი დაუხშავი მრუდი, რომელიც მიიღება სიბრტყის საშუალებით More…
ჰიპერბოლოიდი
ჰიპერბოლოიდ-ი – (მათემ.). ზედაპირი, რომელიც მიიღება ჰიპერბოლის ბრუნვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპერბორეები
ჰიპერბორეებ-ი [< ბერძ. huperboreos (მხ.)]– 1. ძველი ბერძნების თქმულებათა მიხედვით: ზღაპრული ხალხი, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში ცხოვრობდა. 2.(გადატ.). ჩრდილოელები. =უცხო More…
ჰიპერგლიკემია
ჰიპერგლიკემია [ბერძ. hyper-ზე, მეტისმეტად და (იხ. გლიკემია)] – შაქრის სიჭარბე სისხლში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპერემია
ჰიპერემია [ბერძ. huper-ზე, მეტისმეტად და haima სისხლი] – (მედიც.). სისხლის მოწოლა, დაგროვება სხეულის რომელიმე ნაწილში ან ორგანოში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპერესთეზია
ჰიპერესთეზია [ბერძ. huper-ზე, მეტისმეტად და aisthēsis გრძნობა, შეგრძნება] – კანის მგრძნობელობის სიჭარბე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპერთერმია
ჰიპერთერმია [ბერძ. huper-ზე, მეტისმეტად] – ორგანიზმის ზედმეტად გახურება სითბოს წარმოქმნასა და გაცემას შორის ურთიერთმოქმედების (თერმორეგულაციის) დარღვევის შედეგად. =უცხო სიტყვათა More…
ჰიპერკინეზი
ჰიპერკინეზ-ი [ბერძ. huper-ზე, ზევით და kinēsis მოძრაობა] – (მედიც.). მეტისმეტი არანებისმიერი მოძრაობა, რომელიც შეიმჩნევა ცენტრალური ნერვული სისტემის ზოგი დაავადების დროს. =უცხო More…
ჰიპერმეტროპია
ჰიპერმეტროპია [ბერძ. huper-ზე, მეტისმეტად, metron ზომა და ōps(ōpos) მხედველობა] – (მედიც.). შორსმხედველობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპერმნეზია
ჰიპერმნეზია [ბერძ. huper-ზე, მეტისმეტად და mnēsis მოგონება] – (მედიც.). გადაჭარბებული, ავადმყოფური მეხსიერება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპერონები
ჰიპერონებ-ი [ბერძ. huper-ზე, ზევით და (ელექტრ)ონი] – არამდგრადი ელემენტარული ნაწილაკები, რომელთა მასა მეტია ნეიტრონის მასაზე, მაგრამ ნაკლებია დეიტრონის მასაზე; ჰ.–ის უმეტესობის სიცოცხლე More…
ჰიპერპლაზია
ჰიპერპლაზია [ბერძ. huper- ზე, ზევით და plasis წარმოქმნა] – (ანატ.). ქსოვილებისა და ორგანოების სტრუქტურული ელემენტების რიცხვის გადიდება; ჰიპერტროფიის სახესხვაობა. =უცხო სიტყვათა More…
ჰიპერსეკრეცია
ჰიპერსეკრეცია [ბერძ. huper-ზე, ზევით და (იხ. სეკრეცია)] – (ფიზიოლ.). რომელიმე ჯირკვლის სეკრეტის (იხ. სეკრეტი1) გაძლიერებული გამოყოფა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპერსთენი
ჰიპერსთენ-ი [ბერძ. hyper - ზე, ზევით და sthenos ძალა, სიმაგრე] – ქანწარმომქმნელი მინერალი პიროქსენების ჯგუფისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპერტონია
ჰიპერტონია [ბერძ. huper-ზე, ზევიდან და tonos დაძაბვა] – (მედიც.). სისხლის წნევის აწევა, რაც ჰიპერტონიული დაავადების ძირითადი მიზეზია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპერტონიკი
ჰიპერტონიკ-ი – (საუბ.). ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპერტროფია
ჰიპერტროფია [ბერძ. huper -ზე, მეტისმეტად და trophē კვება] – 1. რაიმე ორგანოს მეტისმეტი გადიდება ავადმყოფობის, დიდი დატვირთვის ან სხვა მიზეზის გამო. 2. (გადატ.). რისამე არანორმალური More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9