ფერტოინგ-ი [ჰოლანდ. vertuiing] – (ზღვ.). ორი ღუზით გემის გაჩერების ხერხი ისეთ ადგილებში, სადაც იცის ძლიერი მიქცევა და მოქცევა, ცვალებადი ქარი და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
სახვითი ხელოვნების სახე, რომელიც დაკავშირებულია სურათების, ფერწერული ტილოების შექმნასთან. ფერწერას უწოდებენ ხელოვნების ნიმუშებსაც, რომლებიც იქმნება საღებავებით (ზეთის, აკვარელის, გუაშის, More…
ფეს-ი - ფუნჯიანი ქუდი წაკვეთილი კონუსის ფორმისა; გავრცელებულია მუსლიმანურ ქვეყნებში (მაროკოში, ეგვიპტეში, ალჟირში, თურქეთში და სხვ.) [მაროკოს ქალაქ ფესის (Fez) სახელის მიხედვით]. More…
ფეტიშ-ი [ფრანგ. fétiche < პორტუგ.] – 1. უსულო საგანი, რომელსაც პირველყოფილი ტომები მიაწერდნენ ზებუნებრივ, მაგიურ ძალას და თაყვანს სცემდნენ. 2. (გადატ.). ისეთი რამ, რაც ბრმად სწამთ, More…
ფეციალებ-ი [ლათ. fetiales] - ძველ რომში: ქურუმთა კოლეგიის წევრები, რომლებიც ასრულებდნენ საღმრთო წესებს ომის გამოცხადებისას და ზავის დადებისას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფთიზიატრია [ბერძ. phthisis ჭლექი და iatreia მკურნალობა] - მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს ფილტვების ტუბერკულოზს და მისი მკურნალობის მეთოდებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი