A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 689 of 766
ფიბერგლასი
ფიბერგლას-ი [გერმ. Fiber ბოჭკო, ფიბრა და Glas მინა, შუშა] - სინთეზური მასალა ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიბრა
ფიბრა [ლათ. fibra] – 1. (ანატ.). ბოჭკო, ძარღვი. 2. მოქნილი და მკვრივი ქაღალდის მასა, ქიმიურად დამუშავებული და დაწნეხილი; იყენებენ საიზოლაციო მასალად და ტყავის შემცვლელად. მაგ., ფიბრის More…
ფიბრილა
ფიბრილა [ლათ. fibrilla (კნინ.) < fibra ბოჭკო] - ძაფისმაგვარი ბოჭკო ცხოველთა და მცენარეთა ორგანიზმების უჯრედებსა და ქსოვილებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიბრილაცია
ფიბრილაცია [< ლათ. fibra ბოჭკო]: გულის ფიბრილაცია - (მედიც.). გულის კუნთის ცალკეული ბოჭკოების დაქსაქსული, ერთმანეთს დაშორიშორებული შეკუმშვა; გულის თრთოლა, გულის ციმციმი. =უცხო More…
ფიბრინი
ფიბრინ-ი [< ლათ. fibra ბოჭკო] – (ფიზიოლ.). გაუხსნელი ცილოვანი ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის შედედებისას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიბროადენომა
ფიბროადენომა [ლათ. fibra ბოჭკო და (იხ. ადენომა)] – (მედიც.). შემაერთებელი ქსოვილისაგან წარმოქმნილი მომწიფებული კეთილთვისებიანი სიმსივნე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიბრობლასტი
ფიბრობლასტ-ი [ლათ. fibra ბოჭკო და ბერძ. blastē ღივი] - ცხოველის ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი უჯრედოვანი ფორმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიბროზი
ფიბროზ-ი [< ლათ. fibra ბოჭკო] – (ფიზიოლ.). რაიმე ორგანოში ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის განვითარების პათოლოგიური პროცესი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიბროინი
ფიბროინ-ი [< ლათ. fibra ბოჭკო] - ცილოვანი ნივთიერება - აბრეშუმის ძაფის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიბროლითი
ფიბროლით-ი [ლათ. fibra ბოჭკო და ბერძ. lithos ქვა] - საშენი მასალა ბურბუშელის, ჩალისა და მისთანათაგან დაწნეხილი ფილების სახისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიბრომა
ფიბრომა [< ლათ. fibra ბოჭკო] – (მედიც.). კეთილთვისებიანი სიმსივნე ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიბრომიომა
ფიბრომიომა [ლათ. fibra ბოჭკო და (იხ. მიომა)] – (მედიც.). კუნთოვანი ქსოვილისაგან წარმოქმნილი კეთილთვისებიანი სიმსივნე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიბროსარკომა
ფიბროსარკომა [ლათ. fibra და ბერძ. sarkōma (იხ. სარკომა)] – (მედიც.). შემაერთებელი ქსოვილისაგან წარმოქმნილი ავთვისებიანი სიმსივნე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიბულა
ფიბულა [ლათ. fibula] - ტანსაცმლის ლითონის საკინძი, რომელიც ამავე დროს სამკაულს წარმოადგენდა; გავრცელებული იყო ბრინჯაოს ხანიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიგარო
ფიგარო [< საკუთ. სახ.] - ქალის მოკლე და ფართო, უსახელო ჩასაცმელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიგურა
ფიგურა [ლათ. figura] – 1. საგნის გარეგნული მოხაზულობა. 2. ადამიანის ან ცხოველის კორპუსი; სხეულის აგებულება. 3. მისი სკულპტურული გამოსახულება. 4. (მათემ.). სიბრტყის (სივრცის) ნაწილი, რომელიც More…
ფიგურალური
ფიგურალურ-ი - ხატოვანი (თქმა, გამოთქმა); იგავური, ქარაგმული (ლაპარაკი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიგურანტი
ფიგურანტ-ი [ფრანგ. figurant] – (მოძვ.). 1. კორდებალეტის მოცეკვავე. 2. იგივეა, რაც სტატისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიგურისტი
ფიგურისტ-ი - სპორტსმენი მოციგურავე, რომელიც რთულ ფიგურებს (იხ. ფიგურა, მნიშვ. 6) ასრულებს; მოფიგურე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიგურული
ფიგურულ-ი - 1. რთული, არასწორხაზოვანი მოხაზულობის, რთული ფორმის მქონე. მაგ., ფიგურული შოკოლადი. 2. რთული ფიგურებით (იხ. ფიგურა, მნიშვ. 6) შესრულებული. მაგ., ფიგურული სრიალი (ციგურებით). More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9