-ფიკაცია [< ლათ. facio ვაკეთებ] - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს კეთებას, მოწყობას. მაგ., ელექტრიფიკაცია. გაზიფიკაცია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფიკომიცეტებ-ი [ბერძ. phykos წყალმცენარე და mykēs (mykētos) სოკო] - უდაბლესი სოკოების კლასი; აქვთ კარგად განვითარებული მრავალბირთვული მიცელიუმი, რომელიც დანაწევრებული არ არის უჯრედებად; More…
ფილ- და -ფილ-ი [< ბერძ. phileō მიყვარს] - რთული სიტყვის პირველი ან ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ვისიმე, რისამე მოსიყვარულეს, მეგობარს. მაგ., ფილატელია. ფილანთროპი. ბიბლიოფილი. More…
(phileō და harmonia) "მიყვარს" და "ჰარმონია" საზოგადოება ან დაწესებულება, რომელიც აწყობს კონცერტებს და ეწევა მუსიკალური ხელოვნების პროპაგანდას. =უცხო სიტყვათა More…
ფილატელია და ფილატელიზმი [ბერძ. phileō მიყვარს და ateleia გადასახადისაგან განთავისუფლება] - საფოსტო მარკების შეგროვება, მათი კოლექციების შედგენა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფილემონ და ბავკიდე [ბერძ. Philemōn, Baukis (Baukidos)] - ბერძნულ მითოლოგიაში: მოსიყვარულე ცოლ-ქმარი, რომელმაც გულღიად მიიღო მოხუც მგზავრებად ქცეული ზევსი და ჰერმესი; ამისათვის ღმერთებმა ფ. More…
-ფილია [< ბერძ. philia სიყვარული, მეგობრობა] - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ვისიმე, რისამე სიყვარულს, რამესადმი მიდრეკილებას. მაგ., ჰიდროფილია. =უცხო More…
ფილიალ-ი [ლათ. filialis ვაჟიშვილისა] - რაიმე დაწესებულების ან ორგანიზაციის განყოფილება, რომელიც მოთავსებულია სხვაგან და აქვს ერთგვარი დამოუკიდებლობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი