A B C D E F G H I J K L M N

ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ
ბაა ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბაო ბაპ ბარ ბას ბატ ბაუ ბაქ ბაშ ბაც ბახ
selected terms: 224 page 7 of 12
ბანჯო
(banjo) ამერიკელი ზანგების სიმებიანი საკრავი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაობაბი
გიგანტური ხე; ისხამს კიტრის მსგავს დიდ ნაყოფს; ხარობს ტროპიკულ აფრიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაპტიზმი
(baptizō) "ვნათლავ"პროტესტანტიზმის ერთ-ერთი სექტის მოძღვრება; უარყოფს ბევრ საეკლესიო წესს; მიაჩნია, რომ მხოლოდ მოზრდილი ადამიანების მონათვლაა დასაშვები. =უცხო სიტყვათა More…
ბაპტისტი
ბაპტიზმის მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარაკი
(baraque) 1. დროებით საცხოვრებელი სახელდახელო ნაგებობა. 2.მოძვ. საავადმყოფოს განცალკევებული შენობა გადამდები სნეულებით დაავადებულთათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარაკუდა
დიდი და ღონიერი მტაცებელი თევზი (21/2 მეტრამდე სიგრძისა); ცხოვრობს თბილი და ზომიერი სარტყლების ზღვებში (ზღვის ვეფხვსაც უწოდებენ). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარანკოსები
(barranco) მხ. "ხრამი"ღრმა ღარები, რომლებიც ვულკანური კონუსის ფერდობებს სერავს, რადიალურად ეშვება მწვერვალიდან ძირისაკენ; წარმოიქმნება კალთების ჩამორეცხვის შედეგად. =უცხო More…
ბარაჟი
(barrage) "ღობურა"ჰაერში აშვებული და ფოლადის გვარლებით (ტროსებით) დაბმული აეროსტატების ღობურა (მტრის თვითმფრინავების საწინააღმდეგოდ). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარაჟირება
თვითმფრინავების პატრულირება ჰაერში მტრის ავიაციის თავდასხმისაგან ობიექტების დასაცავად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარატრია
(barratry) კაპიტნის ან ეკიპაჟის ბოროტგანზრახული მოქმედება გემის მფლობელის ან ტვირთის პატრონის საზარალოდ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარბარიზმი
(barbaros) "უცხო"1)ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც შექმნილია სხვა ენის ნორმების მიხედვით; 2)უცხოური ენიდან საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვა. More…
ბარბაროსი
(barbaros) 1. უკულტურო, ველური ადამიანი. 2.ისტ. ძველი ბერძნებისა და რომაელების სიტყვახმარებაში: უცხოელი (არაბერძენი, არარომაელი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარბეკიუ
(barbecue) პიკნიკი ან მიღება ღია ცის ქვეშ, სადაც სტუმრებს უმასპინძლდებიან მწვადებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარბიტალი
სამკურნალწამლო პრეპარატი, ძილის მომგვრელი და დამამშვიდებელი საშუალება . Synonym: ვერონალი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარბიტურატები
სამკურნალწამლო ნივთიერებანი; აქვს ძილის მომგვრელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ნარკოტიკული მოქმედება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარბოტინი
ფერადი მასალა შორენკეცის (კაფელის) და სხვა კერამიკული ნაკეთობის მოსახატავად; აკეთებენ თეთრი თიხის, სილისა და საღებავის ერთმანეთში შერევით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარდი
(bard) კელტური ტომების სახალხო მგოსან-მომღერალი (განსაკუთრებით ირლანდიაში, უელსსა და შოტლანდიაში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარელი
(barrel) ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში: მოცულობისა და ტევადობის საზომი სხვადასხვა სიდიდისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარელიეფი
(bas-relief) სკულპტურული გამოსახულება, რომელიც ამობურცულია ბრტყელ ზედაპირზე თავისი სავარაუდო მოცულობის ნახევარზე ნაკლებად. See also: ჰორელიეფი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარეჟი
(barège) ერთგვარი მსუბუქი გამჭვირვალე ქსოვილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9