A B C D E F G H I J K L M N

ობ ოდ ოვ ოზ ოი ოკ ოლ ომ ონ ოო ოპ ორ ოს ოტ ოუ ოფ ოქ ოც ოხ
selected terms: 416 page 7 of 21
ოლიფა
(олифа ) "ზეთი"მოხარშული ზეთი (სელისა, კანაფისა და მისთ.), რომელსაც იყენებენ ზეთის საღებავებისა და ლაქების დასამზადებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ოლფაქტომეტრია
(olfactus; metreō) "ყნოსვა" და "ვზომავ"ყნოსვის სიმახვილის გაზომვის მეთოდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომა
(-ōma) დაბოლოება, რომელიც სიმსივნეს აღნიშნავს. მაგ., ადენომა. ლიპომა. სარკომა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომაჟი
(hommage) "ადამიანი", ამ შემთხვევაში: "ვასალი" შუა ს. დას. ევრ. ვასალური ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი ცერემონია; ჰქონდა სიმბოლური მნიშვნელობა. =უცხო სიტყვათა More…
ომარი
(homard) ზღვის დიდი კიბო ერთგვარი; გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში; გემრიელი ხორცი აქვს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომატიდიუმები
"თვალი" და "სახე"ცალკეული პაწაწკინტელა თვალები, რომლებისგანაც შედგება მწერების, კიბოსნაირთა და ზოგი სხვა მრავალფეხას რთული, ფასეტური თვალები. მაგ., ნემსიყლაპიას აქვს More…
ომბროგრაფი
(ombros და graphō) "წვიმა" და "ვწერ". See also: პლუვიოგრაფი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომბრომეტრი
(ombros და metreō) "წვიმა" და "ვზომავ"ხელსაწყო ატმოსფერული ნალექების გასარკვევად; წვიმსაზომი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომბროფილები
(ombros და phileō) "წვიმა" და "მიყვარს"მცენარეები, რომლებიც ხანგრძლივ წვიმებს უძლებენ. See also: ომბროფობები =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომბროფიტები
(ombros და phyton) "წვიმა" და "მცენარე"მცენარეები, რომლებსაც ფესვები მიწის ზედაპირთან აქვთ განლაგებული და ატმოსფეროს ნალექების წყალს იღებენ ნიადაგის ზედა ფენებიდან. More…
ომბროფობები
(ombros და phobos) "წვიმა" და "შიში"გვალვიანი, მშრალი ადგილების მცენარეები, რომლებიც ვერ იტანენ ხანგრძლივ წვიმებს. See also: ომბროფილები =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, More…
ომბუდსმენი
(ombudsman) სკანდინავიის ქვეყნებსა და ინგლისში: პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც თვალყურს ადევნებს სახელმწიფო ორგანოების მოქმედების კანონიერებას; მას უშუალოდ შეიძლება მიმართოს მოქალაქემ, More…
ომეგა
(ōmega) ბერძნული ანბანის ბოლო ასოს – Ω ω-ს სახელწოდება. ალფა და ომეგა. See also: ალფა =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომი
ელექტრული წინაღობის საზომი ერთეული - გერმანელი ფიზიკოსის Ohm-ის (1787–1854) გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომლეტი
(omlette) ფქვილსა და რძეში ათქვეფილი კვერცხისაგან მომზადებული ერბოკვრვცხი; ჩუშტარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომმეტრი
(metreō) "ვზომავ"ელექტრული წინააღმდეგობის საზომი ხელსაწყო. See also: ომი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომნიბუსი
(omnibus) "ყველასათვის"ცხენებშებმული მრავალადგილიანი კარეტა, რომელსაც დაჰყავდა მგზავრები გარკვეული მარშრუტით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომონიმი
(homōnymos) სიტყვა, რომელიც ბგერითი შემადგენლობით ემთხვევა სხვა სიტყვას, ხოლო მნიშვნელობითა და წარმოშობით განსხვავდება მისგან (მაგ., ბალი – მცენარე, ხილი; ბალი – ციფრობრივი აღნიშვნა რისამე; More…
ომონიმია
(homōnymia) "ერთსახელიანობა"მნიშვნელობით განსხვავებული სიტყვების დამთხვევა ბგერობრივად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
ომონიმიკა
1. ამა თუ იმ ენის ერთობლიობა. 2. ლექსიკოლოგიის ნაწილი, რომელიც ომონიმებს სწავლობს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9