ფოტოპერიოდიზმ-ი – ორგანიზმების რეაქცია სხივური ენერგიის დღეღამურ რიტმზე, ე. ი. დღე-ღამის ნათელი და ბნელი პერიოდების შეფარდებაზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოტოსინთეზ-ი [ბერძ. phōs (phōtos) სინათლე და synthesis (იხ. სინთეზი)] – (ბოტან.). მწვანე მცენარეების ნახშირბადით კვების პროცესი სინათლის იმ ენერგიის საშუალებით, რომელსაც ნთქავს პიგმენტი More…
ფოტოსტატ-ი [ფოტო- და statos მდგომარე] – აპარატი, რომელიც ფოტოგრაფიულად იღებს კალკზე შესრულებული ნახაზების, ნახატებისა და მისთ. პირებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოტოსფერო [ბერძ. phōs (phōtos) სინათლე და sphaira ბურთი, სფერო] – (ასტრ.). მზის ატმოსფეროს ქვედა ფენა, რომელიც ქმნის ხილულ კაშკაშა ზედაპირს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოტოტაქსის-ი [ფოტო- და ბერძ. taxis განლაგება] – თავისუფლად მოძრავი მოკროორგანიზმების გადაადგილება მოძრავი სინათლით გამოწვეული გაღიზიანების შედეგად; ტაქსისების ერთ-ერთი სახეობა. =უცხო More…
ფოტოტელეგრაფ-ი – მოწყობილობა უძრავ გამოსახულებათა (ნაწერის, ნახატის, ფოტოსურათისა და მისთ.) შორ მანძილზე გადასაცემად ტელეგრაფის ან რადიოს საშუალებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოტოტროპიზმ-ი [ბერძ. phōs (phōtos) სინათლე და tropos მობრუნება] – ზოგი მცენარის თვისება გადაიხაროს სინათლის წყაროსაკენ ან შებრუნდეს მისგან (დადებითი და უარყოფითი ფ.); სხვანაირად More…
ფოტოფინიშ-ი [ფოტო- და ინგლ. finish (იხ. ფინიში)] – (სპორტ.). უპირატესად მძლეოსნობაში (მოკლე მანძილზე რბენისას), აგრეთვე ავტო-, მოტო- და ველორბოლაში: ფოტო- და კინოგადასაღები ანდა More…
ფოტოქიმია [ბერძ. phōs (phōtos) სინათლე და ქიმია] – ქიმიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის სინათლის ზემოქმედებით გამოწვეულ რეაქციებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფოქსტერიერ-ი [ინგლ. fox-terrier] – პატარა ძაღლი, რომელიც გამოსადეგია სოროში მცხოვრებ მხეცებზე (მელაზე, მაჩვზე და მისთ.). სანადიროდ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი