A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 712 of 766
ფუტლარი
ფუტლარ-ი [რუს. футляр < გერმ. Futteral] – რაიმე ნივთის შესანახი კოლოფი, შალითა და მისთ.; ბუდე. მაგ., სათვალის ფუტლარი. ვიოლონოს ფუტლარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტოქსი
ფუტოქს-ი [ინგლ. futtock] – (ზღვ.). ხის გემის შპანჰოუტის შემადგენელი ნაწილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტურამა
ფუტურამა [ლათ. futurum მომავალი და horama ხედი, სანახაობა] – კინო, რომელშიც აჩვენებენ მომავლის ტექნიკას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტურიზმი
ფუტურიზმ-ი [< ლათ. futurum მყოფადი, მომავალი] – მე-20 ს. ლიტერატურასა და ხელოვნებაში: ფორმალისტური მიმდინარეობა, რომელიც უარყოფდა რეალიზმს, მთელ ტრადიციულ ხელოვნებას და მის ხერხებს More…
ფუტურისტი
ფუტურისტ-ი – ფუტურიზმის მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტუროლოგი
ფუტუროლოგ-ი – ფუტუროლოგიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუტუროლოგია
ფუტუროლოგია [ლათ. futurum მომავალი და ბერძ. logos მოძღვრება] – სოციოლოგიის დარგი, რომელიც კაცობრიობის მომავალს სწავლობს (სხვანაირად: სოციალური პროგნოსტიკა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუფაიკა
ფუფაიკა [რუს. фуфайка] – ნაქსოვი თბილი პერანგი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუქსი
ფუქს-ი [გერმ. Fuchs მელია] – ბილიარდში: შემთხვევით მოგებული (ლუზაში ჩაგდებული) ბურთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუქსინი
ფუქსინ-ი [გერმ. Fuchsin] – ორგანული ნაერთი; ერთ-ერთი პირველი სინთეზური საღებარი (მიიღეს 1856 წ.); იყენებენ მიკროსკოპული პრეპარატების შესაღებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფუცინტოკუ
ფუცინტოკუ [იაპ. futsintoku «გადარეული მოდგმა»] – ჰიპების აზიური ნაირსახეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქალკოზინი
ქალკოზინ-ი [< ბერძ. chalkos სპილენძი] - სპილენძის კრიალა, სპილენძის ნაერთი გოგირდთან; სპილენძის მისაღები მადანია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქალკოლითი
ქალკოლით-ი [ბერძ. chalkos სპილენძი და lithos ქვა] - სპილენძ-ქვის ხანა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქალკოპირიტი
ქალკოპირიტ-ი [ბერძ. chalkos სპილენძი და pyritē გოგირდის ალმადანი] - მინერალი, სპილენძის ალმადანი, სპილენძის ნაერთი რკინასა და გოგირდთან; სპილენძის მისაღები მადანია. =უცხო სიტყვათა More…
ქალცედონი
ქალცედონ-ი [ბერძ. chalkēdōn] - მინერალი, კვარცის ნაირსახეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქამელეონი
ქამელეონ-ი [ბერძ. chamaileōn] – 1. ხვლიკის მსგავსი ცხოველი, რომელიც ფერს იცვლის გარემო პირობების (მაგ., განათების, სითბოს) შეცვლის შედეგად. 2. იტყვიან უპრინციპო ადამიანზე, რომელიც More…
ქამიტური ენები
ქამიტურ-ი ენები - აფრიკაში გავრცელებული ერთი ჯგუფის ენები: ბერბერული, ძველი ეგვიპტური, კოპტური და სხვ.: ენათესავებიან სემიტურ ენებს [ბიბლიური ნოეს მეორე შვილის - ქამის - სახელის მიხედვით]. More…
ქანდაკება, სკულპტურა
სახვითი ხელოვნების სახე, რომელიც მოიცავს მრგვალ და რელიეფურ გამოსახულებებს, შექმნილს გამოკვეთით, გამოთლით, ჩამოსხმით ან ძერწვით. თვითონ ეს ნაწარმოებებიც (სტატუები, ბიუსტები, რელიეფები და More…
ქაოსი
ქაოს-ი [ბერძ. chaos] – 1. ბერძნულ მითოლოგიაში: უსასრულო სივრცე, ბნელით მოცული უფსკრული, სამყაროს მატერიალური ელემენტების უწესრიგო გროვა, რომლისგანაც წარმოიშვა ყველაფერი არსებული. 2. სრული More…
ქარაქტეროლოგია
ქარაქტეროლოგია [ბერძ. charaktēr ხასიათი და logos მოძღვრება] - ფსიქოლოგიაში: მოძღვრება ხასიათის შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9