A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 714 of 766
ქიმია
ქიმია [ბერძ. chēmeia] - მეცნიერება, რომელიც სწავლობს ნივთიერებათა ატომურ აგებულებას და ერთი ნივთიერების გარდაქმნას სხვა ნივთიერებად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიათერაპია
ქიმიათერაპია [ქიმია და ბერძ. therapeia მკურნალობა] - ინფექციურ დაავადებათა მკურნალობა ქიმიური ნივთიერებებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიზაცია
ქიმიზაცია - ქიმიის მიღწევათა ყოველმხრივი გამოყენება, ქიმიური პროცესებისა და უახლესი ქიმიური მასალების დანერგვა სახალხო მეურნეობის ყველა დარგში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკალიები
ქიმიკალიებ-ი [გერმ. Chemikalien] - ქიმიური წარმოების პროდუქტები, ქიმიური პრეპარატები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკატები
ქიმიკატებ-ი - იგივეა, რაც ქიმიკალიები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიკოსი
ქიმიკოს-ი - ქიმიის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმიური
ქიმიურ-ი - ქიმიასთან დაკავშირებული; რასაც ქიმია სწავლობს. ქიმიური ელემენტი - მარტივი ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით არ იშლება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიმუსი
ქიმუს-ი [ბერძ. chymos წვენი] - თხელი ფაფისებური მასა ნაწლავებში; წარმოიქმნება საჭმლის მომნელებელი წვენების მოქმედების შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქინოლინი
ქინოლინ-ი - ორგანული ნაერთი; მოიპოვება ქვანახშირის ფისში; გამოიყენება როგორც გოგირდის, ფოსფორის გამხსნელი და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქინონი
ქინონ-ი - ორგანული ნაერთი არომატული რიგისა, მოოქროსფრო-ყვითელი კრისტალური ნივთიერება; მიიღება ჩვეულებრივ ანილინის დაჟანგვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქირომანტი
ქირომანტ-ი - პირი, რომელიც ქირომანტიას მისდევს, მკითხაობს ხელისგულის ხაზების მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქირომანტია
ქირომანტია [ბერძ. cheir ხელი და manteia მკითხაობა, წინასწარმეტყველება] - მკითხაობა ხელისგულის ხაზების მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქირურგი
ქირურგ-ი - ქირურგიის სპეციალისტი ექიმი; დასტაქარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქირურგია
ქირურგია [ბერძ. cheirurgia < cheir ხელი და ergon მუშაობა] - მედიცინის ნაწილი, რომელიც სწავლობს დაავადებათა (უპირატესად) ოპერაციული გზით მკურნალობის მეთოდებს; მკურნალობა უპირატესად More…
ქიტინი
ქიტინ-ი [ფრანგ. chitine < ბერძ. chitōn ტანსაცმელი; კანი, გარსი] – (ბიოლ.). ორგანული ნივთიერება, რომლისგანაც შედგება ფეხსახსრიანთა (კიბოსნაირების, მწერების და სხვ.) გარეთა, მაგარი More…
ქიტონები
ქიტონებ-ი - (ზოოლ.). ზღვის მოლუსკების კლასი; მათთვის დამახასიათებელია რვა ნაწილისაგან შემდგარი ნიჟარა; ჯავშნოსნები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქიტონი
ქიტონ-ი [ბერძ. chitōn] – 1. ძველ საბერძნეთში: მიტკლის ან სელის გრძელი პერანგი (იცვამდნენ მონები, გლეხები და ახალგაზრდა ქალები). 2. საბალეტო უსახელო ტანსაცმელი, რომაული ტუნიკის მსგავსი. More…
ქლამიდი და ქლამინდი
ქლამიდ-ი და ქლამინდ-ი [ბერძ. clamus (chlamydos)] - ძველი ბერძნებისა და რომაელების სამოსი (მამაკაცისა) - ერთგვარი ლაბადა, რომელსაც შესაკრავი ჰქონდა მარჯვენა მხარზე ან გულზე. =უცხო More…
ქლამიდომონადები
ქლამიდომონადებ-ი - მოძრავი ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარეები; გავრცელებულია პატარ-პატარა მტკნარ წყალსატევებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ქლორატორი
ქლორატორ-ი - აპარატი წყლის ქლორირებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9