A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 722 of 766
შამოტი
შამოტ-ი [გერმ. Schamotte] - მაღალი ტემპერატურის პირობებში გამომწვარი ცეცხლგამძლე თიხა ან კაოლინი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამპანიზაცია
შამპანიზაცია - ღვინის გაჯერება ნახშირმჟავა გაზით (მეორედ დადუღების საშუალებით). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამპანისტი
შამპანისტ-ი - შამპანურის დამზადების სპეციალისტი მეღვინე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამპანური
შამპანურ-ი - მშხეფარე ღვინო, რომელიც გაჯერებულია ნახშირმჟავა გაზით [საფრანგეთის პროვინციის Champagne-ის სახელის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამპინიონი
შამპინიონ-ი [ფრანგ. champignon სოკო] - ქამასოკო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შამპუნი
შამპუნ-ი [ინგლ. shampoo] - თხევადი ან ფხვიერი თავსაბანი საპონი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შანდორი
შანდორ-ი - (ტექ.). ლითონის, რკინაბეტონის ან ხის კოჭი; ასეთ კოჭებს იყენებენ წყალგამშვები ნახვრეტების გადასაკეტად ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, სარწყავ, დასაშრობ, გამაწყლოვანებელ და სხვა More…
შანკრი
შანკრ-ი [ფრანგ. chancre]: რბილი შანკრი - გადამდები ვენერული დაავადება. მაგარი შანკრი - სიფილისით დაავადების პირველი ხილული ნიშანი - დასნებოვნების ადგილზე განვითარებული წყლული. =უცხო More…
შანსი
შანს-ი [ფრანგ. chance] - რისამე განხორციელების, რამეში წარმატების შესაძლებლობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შანსონეტი
შანსონეტ-ი [ფრანგ. chansonnette] – 1. კაპიტალისტურ ქვეყნებში: პატარა სიმღერა თამამი, ხშირად უხამსი, შინაარსისა. 2. ასეთი სიმღერების შემსრულებელი ქალი, რომელიც გამოდის კაფეშანტანში. More…
შანსონი
შანსონ-ი [ფრანგ. chanson] – 1. ფრანგული სიმღერა, უპირატესად ხალხური. 2. თანამედროვე საესტრადო ჟანრის სიმღერა, რომელსაც შანსონიე ასრულებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შანსონიე
შანსონიე [ფრანგ. chansonnier] - საფრანგეთში: საესტრადო ჟანრის სიმღერის (შანსონის) შემსრულებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შანტაჟი
შანტაჟ-ი [ფრანგ. chantage] - სახელის გამტეხი ფაქტების (ნამდვილისა თუ მოგონილის) გამომჟღავნების მუქარა და ამ გზით გამოძალვა (ფულისა, ქონებისა და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შანტაჟისტი
შანტაჟისტ-ი - პირი, რომელიც შანტაჟს ეწევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შაპიროგრაფი
შაპიროგრაფ-ი [საკუთ. სახ. და ბერძ. graphō ვწერ] - მოწყობილობა ტექსტის ბეჭდურად გამრავლებისათვის სასტამბო ანაწყობის გამოუყენებლად; გაუმჯობესებული ჰექტოგრაფი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შაპიტო
შაპიტო [ფრანგ. chapiteau] - დიდი ბრეზენტის კარავი, რომელშიც საცირკო წარმოდგენები იმართება; მოძრავი ცირკი, რომელიც წარმოდგენებს ასეთ კარავში მართავს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შაპო
შაპო [ფრანგ. chapeau] – (მოძვ.). შლაპა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შარაბანი
შარაბან-ი [ფრანგ. char-à-bancs] – 1. ოთხთვლიანი ღია ეტლი, რომელშიც რამდენიმე რიგად არის ადგილები. 2. ერთცხენიანი ორთვალა ეტლი; კაბრიოლეტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შარადა
შარადა [ფრანგ. charade] - თამაშ-გამოცანა, რომელშიც ჩაფიქრებული სიტყვა დაყოფილია ნაწილებად და თითოეულ ნაწილს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შარიათი
შარიათ-ი [არაბ. Šarī ’at] - ზოგიერთ მუსლიმანურ სახელმწიფოში: მუსლიმანური ფეოდალური სამართლის რელიგიურ და იურიდიულ ნორმათა ერთობლიობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9