A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 723 of 766
შარიაჟი
შარიაჟ-ი [ფრანგ. charriage] – (გეოლ.). დედამიწის ტექტონიკური საფარველი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შარიფი
შარიფ-ი [არაბ. Šarif] - მუსლიმანურ ქვეყნებში: მაჰმადის შთამომავალთა საპატიო წოდებულება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შარლატანი
შარლატან-ი [ფრანგ. charlatan] - ადამიანი, რომელიც რისამე მცოდნედ, სპეციალისტად ასაღებს თავს; მატყუარა, თაღლითი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შარლახი
შარლახ-ი [გერმ. Scharlach] - ხასხასა წითელი საღებავი ერთგვარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შარჟი
შარჟ-ი [ფრანგ. charge] - ვისიმე ან რისამე სატირული ან იუმორისტული გამოსახულება, რომელშიც დაცულია გარეგნული მსგავსება და კარიკატურულად არის შეცვლილი და ხაზგასმული ყველაზე უფრო More…
შარტრეზი
შარტრეზ-ი [ფრანგ. chartreuse < გეოგრ. სახ.] - ერთგვარი ლიქიორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შასი
შასი [ფრანგ. châsis] – 1. სხვადასხვა მანქანის, მექანიზმის, მოწყობილობის ჩარჩო ან საფუძველი. მაგ., ავტომობილის შასი. რადიომიმღების შასი. 2. თვითმფრინავის ნაწილი, რომლითაც იგი მოძრაობს More…
შასლა
შასლა [ფრანგ. chasselas] - სუფრის ყურძნის ჯიში (თეთრი და ვარდისფერი); მისი სამშობლოა ეგვიპტე და საფრანგეთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შაში
შაშ-ი [< რუს. шашки] - თამაში ჭადრაკის დაფაზე 12-12 (20-20 ან 30-30) თეთრი და შავი კოჭებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შახტი
შახტ-ი [გერმ. Schacht] – 1.სასარგებლო წიაღისეულის (მთამადნეულის) მიწისქვეშა მოპოვების ან მიწისქვეშა სამუშაოების ადგილი; მაღარო. 2. ზოგ კონსტრუქციაში: ვერტიკალურად გაგრძელებული სიღრუე; More…
შაჰი
შაჰ-ი [სპარს. šāh] - აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში მეფის ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შაჰინშაჰი
შაჰინშაჰ-ი [სპარს. šāhin šāh მეფეთ-მეფე] - ირანის შაჰის ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი (მონარქიის დროს). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შაჰსეი-ვაჰსეი
შაჰსეი-ვაჰსეი [სპარს.] - მუსლიმანების (შიიტების) რელიგიური ცერემონია - თვითგვემა; ცერემონიის მონაწილენი თავსა და ტანზე იცემენ ხმალს ან ლახტს და იძახიან: «შაჰ ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ!» (ამით More…
შედევრი
შედევრ-ი [ფრანგ. chef-d’œuvre] - სანიმუშო ნაწარმოები - ხელოვნების, ოსტატობის უდიდესი მიღწევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შედულა
შედულა [ინგლ. schedule აღწერა < ლათ. schedula ქაღალდის ფურცელი] - ზოგ კაპიტალისტურ ქვეყანაში: თანრიგები, რომელთა მიხედვითაც დაყოფილია შემოსავლის წყაროები; იყენებენ საშემოსავლო More…
შეელიტი
შეელიტ-ი - მინერალი, კალციუმის ბუნებრივი ვოლფრამატი; ვოლფრამის მისაღები მადანი (შვედი ქიმიკოსის კ. ვ. შეელეს (Scheele, 1742-1786 წწ.) გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შევალიე
შევალიე [ფრანგ. chevalier რაინდი, კავალერი] - ფეოდალურ საფრანგეთში: ერთ-ერთი თავადაზნაურული წოდებულება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შევიოტი
შევიოტ-ი [ინგლ. cheviot < გეოგრ. სახ.] - რბილი, ოდნავ ხაოიანი საკოსტიუმე ქსოვილი შალისა (ზოგჯერ ბამბანარევი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შევრეტი
შევრეტ-ი [ფრანგ. chevrette ბეკეკა] - ცხვრის ტყავი, გარკვეული წესით გამოყვანილი; მისგან ამზადებენ ფეხსაცმლის საპირეებს, საგალანტერიო ნაწარმს, ქუდებს და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შევრო
შევრო [ფრანგ. chevreau] - თიკნის ტყავი, გარკვეული წესით გამოყვანილი; რბილი და მაღალხარისხოვანი; იყენებენ ფეხსაცმლის საპირედ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9