შევრონ-ი [ფრანგ. chevron] - ჯარისკაცებისა და უმცროსი ოფიცრების ტანსაცმლის მარცხენა სახელოზე დაკერებული ერთი ან რამდენიმე სირმა კუთხის ფორმისა, რომელიც აღნიშნავს ზევადიანი სამსახურის წლებს. More…
შევრონულ-ი [< ფრანგ. chevron ნივნივი] – (ტექ.). ისეთი (მაგ., კბილანა, ბორბალი), რომელსაც აქვს სხვადასხვა მხრით მიმართული კუთხოვანი კბილები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შეიხ-ი [არაბ. šeih] - არაბულ ქვეყნებში: 1. გვარის მეთაური; სოფლის მამასახლისი. 2. მუსლიმანთა უმაღლესი სასულიერო პირი, ღვთისმეტყველი და სამართლისმცოდნე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შეკელ-ი [ებრ. šeqel] – 1. ისრაელის ფულის ერთეული 1980 წლიდან (მანამდე იყო ისრაელის გირვანქა). 2. ძველ ეგვიპტეში: წონისა და ფულის ერთეული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შელაკ-ი [ჰოლანდ. schellak] - ბუნებრივი ფისი, რომელსაც გამოყოფს ზოგიერთი ტროპიკული მცენარე (ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში); იყენებენ ელექტროსაიზოლაციო ლაქების დასამზადებლად, More…
შელფ-ი [ინგლ. shelf] – (გეოგრ.). კონტინენტის წყალქვეშა გაგრძელება 200 მ-მდე სიღრმეში; მასში ხშირად მოიპოვება სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის (ნავთობის, აირის...) საბადოები (სხვანაირად: More…
შერიფ-ი1 [ინგლ. sheriff] - ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგრაფოებში: თანამდებობის პირი, რომელიც ასრულებს ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შეფ-ი [ფრანგ. chef] – 1. წარმოება, დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც სისტემატურ დახმარებას (შეფობას) უწევს რაიმე კოლექტივს. 2. (საუბ.). ხელმძღვანელი, უფროსი (თავისი ხელქვეითების მიმართ). More…
შვარტოვ-ი [ჰოლანდ. zwaartouw] – (ზღვ.). ბაგირი ან ჯაჭვი, რომლითაც გემს აბამენ გემმისადგომზე, ნაპირზე ან სხვა გემზე; გემსაბმელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შვეიცარ-ი [გერმ. Shweizer] - სასტუმროს, რესტორნის, საცხოვრებელი სახლის და მისთ. მეკარე; ჩვეულებრივ აცვია სპეციალური ტანსაცმელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი