A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 726 of 766
შიფრი
შიფრ-ი [ფრანგ. chiffre] – 1. საიდუმლო წერილისათვის საჭირო პირობითი ნიშნების სისტემა. 2. წიგნების, ხელნაწერების, საქმიანი ქაღალდებისა და მისთ. აღსანიშნი პირობითი ნიშანი, რომელიც მიუთითებს More…
შიფტერი
ნებისმიერი ენობრივი ერთეული (ძირითადად ზმნური ან ნაცვალსახელური), რომელიც აღნიშნავს კავშირს ინფორმაციასა და მეტყველების აქტს შორის. =ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი
შკვალი
შკვალ-ი [ინგლ. squall] - ხანმოკლე ქარიშხალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შკივი
შკივ-ი [ჰოლანდ. schijf] – (ტექ.). ბორბალი, რომელიც მოძრაობას გადასცემს ამძრავ ღვედს ან ბაგირს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შკიპერი
შკიპერ-ი [ჰოლანდ. schipper] – 1. არათვითმავალი სამდინარო გემის მეთაური. 2. (მოძვ.). სატვირთო გემის კაპიტანი. 3. საზღვაო გემის ქონების გამგებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შკოტი
შკოტ-ი [ჰოლანდ. schoot] – (ზღვ.). გემსართავი, რომლითაც ჭიმავენ და მართავენ იალქნებს გემის (ნავის) სვლის დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლაგბაუმი
შლაგბაუმ-ი [გერმ. Schlagbaum] - გზის გადასაკეტი მოწყობილობა რკინიგზის გადასასვლელებთან (ან საკონტროლო-გასაშვებ პუნქტებთან). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლაგერი
შლაგერ-ი [გერმ. Schlager] - სეზონის მშვენება (ითქმის მოდურ სიმღერაზე, წიგნზე და სხვ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლანგი
შლანგ-ი [გერმ. Schlanger] - რეზინის ან სხვა მასალის მოქნილი მილი სითხის ან გაზის გადასაცემად, შესაწოვად და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლაპა
შლაპა [რუს. шляпа < გერმ.] – 1. მამაკაცის ქუდი. მრგვალი მოყვანილობისა, ირგვლივ ფარფლიანი. 2. ქალის ქუდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლაფროკი
შლაფროკ-ი [გერმ. Schlafrock] – (მოძვ.). საშინაო ხალათი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლეიფი
შლეიფ-ი [გერმ. Schleife] - ქალის კაბის ძალიან გრძელი უკანა კალთა, რომელიც ძირს ეთრევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლიაგერი
შლიაგერ-ი (უმართებ.). - იხ. შლაგერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლიახტა
შლიახტა [პოლონ. szlachta] – (ისტ.). პოლონელი წვრილი აზნაურობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლიახტიჩი
შლიახტიჩ-ი [პოლონ. szlachcic] – (ისტ.). პოლონელი წვრილი აზნაური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლიხი
შლიხ-ი [გრმ. Schlich] - დიდი კუთრი წონის მქონე მინერალების ნაწილაკთა ნალექი, რომელიც მიიღება სილისა და სხვა ფხვიერი ქანების გარეცხვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შლიხტი
შლიხტ-ი [გერმ. Schlichte] - სახამებლის შემცვლელი წებოვანი ხსნარი, რომელსაც უსვამენ ქსელს (ქსოვილისათვის სიგლუვისა და სიმკვრივის მისაცემად). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შმუცტიტული
შმუცტიტულ-ი [გერმ. Schmutztite] - წიგნის დასაწყისის (ან ცალკეული ნაწილების, თავების) წინ მოთავსებული ფურცელი რომელზედაც არის მოკლე სათაური, ილუსტრაცია, სამკაული და სხვ. =უცხო More…
შნაფსი
შნაფს-ი [გერმ. Schnaps] - არაყის სახელწოდება გერმანიაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შნეკი
შნეკ-ი [გერმ. Schnecke] - ერთგვარი კონვეიერი, რომელიც მცირე მანძილზე ეზიდება და ამავე დროს ერთმანეთში ურევს ფხვიერ, თხევად, ცომისებურ და ა. შ. მასალას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9