A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 728 of 766
შპიგი
შპიგ-ი - იხ. შპიკი1. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპიკი1
შპიკ-ი1 [პოლონ. szpik < გერმ.] - დამარილებული ღორის ქონი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპიკი2
შპიკ-ი2 [პოლონ. szpieg] – (საუბ.). პოლიციის აგენტი; ჯაშუში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპილი
შპილ-ი [გერმ. Spill] - მაღალი პირამიდის ან კონუსის ფორმის სვეტი შენობის თავზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპილმანი
შპილმან-ი [გერმ. Spielmann < spielen დაკვრა და Mann ადამიანი] - შუა საუკუნეებში გერმანიასა და ავსტრიაში: მოხეტიალე მსახიობი და მუსიკოსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპინგალეტი
შპინგალეტ-ი [რუს. шпингалет < ფრანგ. espagnolette] - ფანჯრის ან კარის საკეტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპინდელი
შპინდელ-ი [გერმ. Spindel] – (ტექ.). 1. ჩარხის მთავარი მბრუნავი ლილვი. 2. საქსოვი დაზგის თითისტარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპიონაჟი
შპიონაჟ-ი [გერმ. Spionage] - ჯაშუშობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპიონი
შპიონ-ი [გერმ. Spion < ფრანგ.] – (მოძვ.). ჯაშუში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპიცი1
შპიც-ი1 [გერმ. Spitz] - ხშირბეწვიანი პატარა ძაღლი, რომელსაც ყურები აცქვეტილი აქვს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპიცი2
შპიც-ი2 [გერმ. Spitze] - იგივეა, რაც შპილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპიცრუტენი
შპიცრუტენ-ი [გერმ. Spieβruten (მრ.)] - რევოლუციამდელ რუსეთში: წკეპლა, რომლითაც სცემდნენ ორ მწკრივად დაყენებული ჯარისკაცები მათ შორის გატარებულ დასასჯელ პირს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპონი
შპონ-ი [გერმ. Spon] – (პოლიგრ.). ლითონის ფირფიტა, რომელსაც დებენ ანაწყობის სტრიქონთა შორის (შუალედების გასადიდებლად). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპრეხშტალმაისტერი
შპრეხშტალმაისტერ-ი [გერმ. Sprechstallmeister] - ცირკში: პროგრამის წამყვანი (ახლა საბჭოთა კავშირში ეწოდება მანეჟის ინსპექტორი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპრიცი
შპრიც-ი [გერმ. Spritze] - სამედიცინო ხელსაწყო - ღრუ ნემსის მქონე დგუშიანი ცილინდრი, რომლითაც წამალი შეჰყავთ ორგანიზმში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპროტი
შპროტ-ი [გერმ. Sprotte] – 1.ზღვის წვრილი თევზი, ქარსალა. 2. ამ თევზის (აგრეთვე ზოგი სხვა წვრილი თევზის) კონსერვი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპუნტი
შპუნტ-ი [გერმ. Spund] - ფიცარზე სიგრძივ დატანებული შვერილი ან კილო მეორე ფიცართან შესაერთებლად; ნარანდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შპური
შპურ-ი [გერმ. Spur] – 1. სამთო საქმეში: ვიწრო ხვრელი, რომელსაც აკეთებენ ქანებში და ავსებენ ასაფეთქებელი ნივთიერებით (ქანის ასაფეთქებლად). 2. მეტალურგიაში: შახტური (იხ. შახტი, მნიშვ. 2) More…
შრაპნელი
შრაპნელ-ი [ინგლ. shrapnel < საკუთ. სახ.] - მსკდომი საარტილერიო ჭურვი, რომელიც დატენილია მრგვალი ტყვიებით; იყენებდნენ მტრის ცოცხალი ძალის მოსასპობად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შრიფტი
შრიფტ-ი [გერმ. Schrift] – 1. რაიმე ტექსტის ასაწყობად საჭირო სასტამბო ლიტერებისა და ნიშნების ერთობლიობა. 2. ხელით ნაწერი ასოების გრაფიკული ფორმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9