A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 73 of 766
არიელი
პლანეტა ურანოსის თანამგზავრი; აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა უ. ლასელმა 1851წ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არიერგარდი
(arrière-garde) ჯარის ან ფლოტის ნაწილი, რომელიც ფრონტიდან ზურგისაკენ მოძრაობისას მთავარ ძალებს ბოლოში მიჰყვება და იცავს მათ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არიერსცენა
(arrière-scène) სცენის უკანა ნაწილი . Antonym: ავანსცენა =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არიეტა
(arietta) მცირე არია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არითმეტიკა
(arithmētikē (technē)) "გამოთვლითი (ხელოვნება)"მათემატიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს რიცხვთა უმარტივეს თვისებებს და რიცხვებზე მოქმედებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არითმია
(a და rhythmos) უარყ. ნაწილაკი და "რიტმი"გულის მოქმედების ნორმალური რიტმის დარღვევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არითმიული
1. რასაც რიტმი დარღვეული აქვს;2.მედიც. რასაც არითმია ახასიათებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არითმოგრაფი
(arithmos და graphō) "რიცხვი" და "ვწერ"გამოსათვლელი მანქანა, რომელიც მექანიკურად ასრულებს არითმეტიკულ მოქმედებებს და სპეციალურ ლენტზე ავტომატურად წერს მიღებულ შედეგებს. More…
არითმომეტრი
(arithmos და metreō) "რიცხვი" და "ვზომავ"სამაგიდო გამოსათვლელი მანქანა, რომელიც მექანიკურად ასრულებს ოთხ არითმეტიკულ მოქმედებას მთელ რიცხვებზე. =უცხო სიტყვათა More…
არიმანი
ძვ. სპარს. რელ. ბოროტების ღვთაება (სპარსულად - ანჰრა-მაინიუ), შეურიგებელი მტერი თავისი ძმის - კეთილი ღვთაების - ორმუზდისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არიოზო
(arioso) მცირე არია, რომელიც ჩვეულებრივ რეჩიტატივს ენაცვლება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არისტოკრატი
არისტოკრატიის წარმომადგენელი. See also: არისტოკრატია, მნიშვ. 1. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არისტოკრატია
(aristokratia) 1. კლასობრივ საზოგადოებაში - უმაღლესი წოდება, გაბატონებული კლასის პრივილეგირებული ფენა, დიდგვარიანები;2. კაპიტალისტურ ქვეყნებში - რომელიმე კლასის ან სოციალური ჯგუფის More…
არისტოკრატიზმი
არისტოკრატების დამახასიათებელი ქცევა, მანერები; გარეგნული დახვეწილობა, სინატიფე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არისტოკრატიული
არისტოკრატიასთან (მნიშვ. 1) დაკავშირებული, არისტოკრატიის წარმომადგენლებისაგან შემდგარი. მაგ., არისტოკრატიული მმართველობა. არისტოკრატიული სალონი. See also: არისტოკრატია, მნიშვ. 1. More…
არისტოკრატული
არისტოკრატის დამახასიათებელი. მაგ., არისტოკრატული მანერები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არისტონი
(aristos) ყუთის სახის მექანიკური მუსიკალური საკრავი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არიტმია
See also: არითმია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არიული
არიელებთან დაკავშირებული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
არკ
(arcus) "რკალი"თავსართი, რომელიც დაერთვის პირდაპირი ტრიგონომეტრიული ფუნქციების სახელებს - სინუსს, კოსინუსს, ტანგესს, კოტანგესს, სეკანსს, კოსეკანსს - და ვიღებთ სათანადო შებრუნებული More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9