შტემპელ-ი [გერმ. Stempel] - ხელსაწყო, რომელზედაც რელიეფურად არის ამოკვეთილი რაიმე გამოსახულება ან წარწერა - ქაღალდზე ანაბეჭდის მისაღებად; ასეთი ხელსაწყოთი გაკეთებული ანაბეჭდი. =უცხო More…
შტეფსელ-ი [გერმ. Stöpsel] – 1. ლითონის ჩანგალი ან ღერო, რომლის საშუალებითაც მასთან შეერთებულ გადასატან ელექტრულ ხელსაწყოს (მაგ., ლამპას, უთოს) რთავენ ქსელში. 2. (საუბ.). იგივეა, რაც როზეტი More…
შტიფტ-ი [გერმ. Stift] – (ტექ.). პატარა ცილინდრული ან კონუსური ღერო, რომელსაც იყენებენ მანქანის რომელიმე ორი დეტალის უძრავად შესაერთებლად; წკირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტოლნ-ი [გერმ. Stollen] - ჰორიზონტალური ან ოდნავ დაქანებული გვირაბი, რომელიც უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე გამოდის და განკუთვნილია მიწისქვეშა სამთო სამუშაოთა მომსახურებისათვის; წოლხვრელი. More…
შტოფ-ი2 [გერმ. Stoff] - აბრეშუმის მძიმე დეკორატიული ქსოვილი; იყენებენ კედლებზე გასაკრავად, რბილ ავეჯზე გადასაკრავად, ფარდებად და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
შტრიხ-ი [გერმ. Ssrich] – 1. ხაზი, რომელიც წარმოადგენს ნახატის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს. 2. (გადატ.). რისამე დამახასიათებელი თვისება, ცალკეული წვრილმანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი