A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 733 of 766
ჩიპები
ჩიპებ-ი [ინგ. chip (მხ.) ნაფოტი, ნამტვრევი, ნატეხი] - უწვრილესი მიკროკრისტალები (ინგლისურენოვან ტექნიკურ ლიტერატურაში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჩიპენდეილი
ჩიპენდეილ-ი [Chippendale < საკუთ. სახ.] - ინგლისური ავეჯის სტილი; წარმოადგენს როკოკოს, გოტიკური და ჩინური, ხელოვნების მოტივთა კომბინაციას; დიდად იყო გავრცელებული მე-18 – 19 სს.-ში More…
ჩიფსი
ჩიფს-ი [ინგლ. chips (მრ.)] - თხლად დაჭრილი და შემწვარი, შებრაწული კარტოფილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჩიჩერონე
ჩიჩერონე [იტალ. cicerone] - პირი, რომელიც დაჰყვება ტურისტებს და აძლევს ახსნა-განმარტებებს ღირსშესანიშნაობათა დათვალიერებისას (დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, უპირატესად იტალიაში). =უცხო More…
ჩიჩისბეი
ჩიჩისბეი [იტალ. cicisbeo] - იტალიაში (მე-16 – 18 სს.-ში): დიდგვაროვანი, მდიდარი გათხოვილი ქალის მუდმივი თანამგზავრი მამაკაცი სეირნობის დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჩომპები
ჩომპებ-ი [იტალ. ciompi] – (ისტ.). ფლორენციის მატყლის საქსოვი მანუფაქტურების დაქირავებული მუშები (ცნობილია ჩომპების აჯანყება 1378 წ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჩონგური
ქართული ხალხური ჩამოსაკრავი სიმებიანი საკრავი, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში (გურია, სამეგრელო, იმერეთი, აჭარა). აქვს აბრეშუმის 4-5 სიმი. ჩონგურზე დაკვრის ტექნიკა, ფანდურთან More…
ცაიტლუპა
ცაიტლუპა [გერმ. Zeitlupe] - სპეციალური კინოგადასაღები აპარატი, რომელსაც იყენებენ ჩქარი გადაღებისათვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცაიტნოტი
ცაიტნოტ-ი [გერმ. Zeitnot]- ჭადრაკისა და შაშის თამაშში: სვლების მოფიქრებისათვის საჭირო დროის ნაკლებობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცანგა
ცანგა [გერმ. Zange] – (ტექ.). ლითონსაჭრელი ჩარხის ნაწილი - დასამუშავებელი მასალის ან ინსტრუმენტის დასაჭერი მოწყობილობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცარანდოი
ცარანდოი [ავღ.] - ავღანეთის მილიცია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცარიზმი
ცარიზმ-ი [რუს. царизм < царь მეფე] - სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება განუსაზღვრელად ეკუთვნოდა თვითმპყრობელ მეფეს (რევოლუციამდელ რუსეთში). More…
ცედენტი
ცედენტ-ი [< ლათ. cedo ვუთმობ] - სამოქალაქო სამართალში: პირი, რომელიც თავის კუთვნილ უფლებას გადასცემს რომელიმე სხვა პირს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცედრა
ცედრა [იტალ. cedro ლიმონი] – 1. ციტრუსების (ლიმონის, ფორთოხლის და მისთ.) კანის ზედა, შეფერილი ფენა. 2. ფორთოხლის ან ლიმონის გამხმარი კანი; იყენებენ როგორც სანელებელს (საკონდიტრო და სხვ. More…
ცეზიუმი
ცეზიუმ-ი [< ლათ. caesius ცისფერი] - ქიმიური ელემენტი, მოვერცხლისფრო რბილი ტუტე ლითონი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცეზურა
ცეზურა [ლათ. caesura] – 1. (ლიტ.). პაუზა ლექსის სტრიქონში. 2. (მუს.). პაუზა მუსიკალურ მელოდიაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცეიხჰაუზი
ცეიხჰაუზ-ი - (უმართებ.). იხ. ცოიგჰაუზი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცეკვა
ხელოვნების დარგი, რომელშიც მხატვრული სახეები იქმნება ადამიანის სხეულის გამომსახველი მდგომარეობებისა და პლასტიკურ მოძრაობათა მეშვეობით. გამოყოფენ ხალხურ, კლასიკურ და სამეჯლისო ცეკვებს. More…
ცელა
ცელა - იხ. ნაოსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცელესტინი
ცელესტინ-ი [< ლათ. caelestis ციური, ზეციური] - გოგირდმჟავა სტრონციუმი - ნახევრად გამჭვირვალე ცისფერი მინერალი; მისგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ შაქრისა და მინის წარმოებაში, More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9