A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 737 of 766
ცივილისტიკა
ცივილისტიკა [< ლათ. civilis სამოქალაქო] - სამოქალაქო სამართალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცივილური
ცივილურ-ი [ლათ. civilis] – (წიგნ.). სამოქალაქო, არა სამხედრო. მაგ., ტანსაცმელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციზალპური
ციზალპურ-ი [ლათ. cisalpinus] - ალპების «აქეთა მხარეს», გადმოღმა ( ე. ი. სამხრეთით) მოთავსებული, არსებული. (საპირისპ. ტრანსალპური). მაგ., ც. გალია (ისტ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციკლი
ციკლ-ი [ბერძ. kyklos წრე, წრეხაზი] – 1. რაიმე მოვლენათა, პროცესთა, სამუშაოთა ერთობლიობა, რომელიც ქმნის რისამე მოქმედების დასრულებულ წრეს დროის გარკვეულ მონაკვეთში. მაგ., წარმოების ციკლი. More…
ციკლოგრამა
ციკლოგრამა [ბერძ. kyklos წრე, წრეხაზი და gramma ჩანაწერი] - მანათობელი მოძრავი წერტილის ფოტოგრაფიული სურათი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციკლოდრომი
ციკლოდრომ-ი [ბერძ. kyklos წრე, წრეხაზი და dromos სარბიელი; რბოლა] - იგივეა, რაც ველოდრომი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციკლოიდი
ციკლოიდ-ი [ბერძ. kykloeidēs წრისებური] – (მათემ.). სწორ ხაზზე მგორავი წრეხაზის წერტილის მიერ შემოწერილი მრუდე ხაზი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციკლონი
ციკლონ-ი [ბერძ. kyklōn მბრუნავი] – 1. წრიულად მოძრავი გრიგალი, რომელსაც აქვს ასი კილომეტრიდან რამდენიმე ათას კმ-მდე რადიუსი; ახასიათებს დიდი ღრმულიანობა, ნალექები; ბორბალქარი. 2. (ტექ.). More…
ციკლოპი
ციკლოპ-ი [ლათ. Cyclops (Cyclopis < ბერძ. Kyklōps] – 1. იგივეა, რაც კიკლოპი. 2. ერთგვარი ცალთვალა პატარა კიბო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციკლოტრონი
ციკლოტრონ-ი [ბერძ. kyklos წრე და ელექტრონი] - დამუხტული ნაწილაკების (პროტონების და სხვ.) მოძრაობის ასაჩქარებელი დანადგარი, რომლის საშუალებითაც იკვლევენ ატომგულს. =უცხო სიტყვათა More…
ცილინდრი
ცილინდრ-ი [ბერძ. kylindros] – 1. გეომეტრიული სხეული, რომელიც წარმოიქმნება დახშული ცილინდრული ზედაპირისა და მისი გადამკვეთი ორი პარალელური სიბრტყისაგან. 2. ორთქლის მანქანის ან შიგაწვის More…
ცილინდრული
ცილინდრულ-ი - ცილინდრის (მნიშვ. 1) ფორმის მქონე ცილინდრული ზედაპირი - (მათემ.). ზედაპირი, რომელიც წარმოიქმნება სწორი ხაზის წინსვლითი მოძრაობით მოცემულ მრუდზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციმბალი
ციმბალ-ი [ლათ. cymbalum < ბერძ.] - ხალხური მუსიკალური საკრავი; წარმოადგენს ბრტყელ ყუთს, რომელზედაც გაჭიმულია სიმები; უკრავენ ორი პატარა ხის ჩაქუჩით; წინწილი. =უცხო სიტყვათა More…
ცინერარია
ცინერარია [ლათ. cineraria < cinis (cineris) ფერფლი] - ოთახის დეკორატიული მცენარე ერთგვარი; აქვს ლამაზად შეფერილი ყვავილები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცინიზმი
ცინიზმ-ი [ბერძ. kynismos] - აგდებული დამოკიდებულება ზნეობრივი ნორმებისადმი, ისეთი რამესადმი, რაც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს; თავხედური გულახდილობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცინიკოსი
ცინიკოს-ი [ბერძ. kynikos] - პირი, რომელსაც ცინიზმი ახასიათებს; უსირცხვილო ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცინიკური
ცინიკურ-ი - ცინიზმით გამსჭვალული; ცინიკოსის დამახასიათებელი; უსირცხვილო, უხეში, უწმაწური. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცინკიტი
ცინკიტ-ი [< გერმ. Zink თუთია] - მინერალი, რომლისგანაც თუთიას იღებენ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცინკოგრაფია
ცინკოგრაფია [გერმ. Zink თუთია და ბერძ. graphō ვწერ] – 1. სტამბისათვის თუთიის კლიშეების დამზადების წესი. 2. საწარმო ან საამქრო, რომელიც ასეთ კლიშეებს ამზადებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცირიკი
ცირიკ-ი [მონღ.] - მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის არმიის ჯარისკაცი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9