A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 738 of 766
ცირკარამა
ცირკარამა [ინგლ. cirkarama] -ფართოეკრანიანი კინოს ერთ-ერთი სისტემა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცირკი
ცირკ-ი [ლათ. cirkus] – 1. სანახაობითი დაწესებულება - მრგვალი შენობა, რომლის შუაშიც მოთავსებულია მოედანი მსახიობთა გამოსვლებისათვის, ხოლო მოედნის გარშემო - ამფითეატრად განლაგებული ადგილები More…
ცირკონი
ცირკონ-ი [გერმ. Zirkon] - მინერალი, ცირკონიუმის სილიკატი; იყენებენ ცირკონიუმის მისაღებად, აგრეთვე მედიცინაში, მეტალურგიაში და სხვ.; მისი გამჭვირვალე წითელი და ყავისფერი კრისტალები More…
ცირკონიუმი
ცირკონიუმ-ი [ლათ. Zirconium < არაბ.] - ქიმიური ელემენტი, ძნელდნობადი მოვერცხლისფრო თეთრი ლითონი; იყენებენ ატომურ ენერგეტიკაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცირკულარი
ცირკულარ-ი [ლათ. cirkularis წრიული] - წერილობითი განკარგულება, რომელიც ეგზავნებათ დაქვემდებარებულ დაწესებულებებს ან ხელქვეითს თანამდებობის პირებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცირკულაცია
ცირკულაცია [ლათ. circulatio] - და ცირკულირება - წრიული მოძრაობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციროზი
ციროზ-ი [ბერძ. kirros ლიმონისფერი, ყვითელი] – (მედიც.). რაიმე ორგანოს შემაერთებელი ქსოვილების გაზრდა, რაც ამ ორგანოს ფუნქციას არღვევს. მაგ., ღვიძლის ციროზი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცირცე
ცირცე [ლათ. Circe < ბერძ. Kirkē] - იგივეა, რაც კირკე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცისტა
ცისტა [< ბერძ. kystis ბუშტი] – 1. (ბიოლ.). ერთუჯრედიანი ცხოველური ან მცენარეული ორგანიზმი, რომელიც დროებით დაფარულია მკვრივი გარსით; თვით ეს გარსი. 2. (მედიც.). იხ. კისტა. More…
ცისტერნა
ცისტერნა [ლათ. cisterna წყალსატევი] – 1. სითხის (ნავთობის, ბენზინისა და მისთ.) საცავი დიდი რეზერვუარი. 2. ვაგონი, ავტომობილი და სხვ., რომელზედაც სითხის ან გაზის გადასატანი რეზერვუარია More…
ცისტიტი
ცისტიტ-ი [< ბერძ. kystis საშარდე ბუშტი] – (მედიც.). საშარდე ბუშტის ანთება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცისტოსკოპი
ცისტოსკოპ-ი - სპეციალური ენდოსკოპი საშარდე ბუშტის გამოსაკვლევად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ცისტოსკოპია
ცისტოსკოპია [ბერძ. kystis საშარდე და skopeō ვუყურებ] - საშარდე ბუშტის გამოკვლევა ცისტოსკოპით, რომელიც შეჰყავთ შარდსადენი მილის გზით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტადელი
ციტადელ-ი [ფრანგ. citadelle < იტალ.] – 1. ციხესიმაგრის გალავნის შიგნით არსებული ყველაზე უფრო გამაგრებული ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი თავდაცვისათვის. 2. (გადატ.). More…
ციტატა
ციტატა [გერმ. Zitat < ლათ.] - რაიმე ტექსტიდან უცვლელად, სიტყვა-სიტყვით მოყვანილი ადგილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტი
-ციტ-ი [< ბერძ. kytos სათავსი, გარსი; უჯრედი] - რთული სიტყვის ბოლო შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს სისხლის ბურთულებთან დაკავშირებულს. მაგ., ერითროციტები. თრომბოციტები. ლეიკოციტები. More…
ციტირება
ციტირება [გერმ. zitieren] - ციტატის, ციტატების მოყვანა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტო-
ციტო- [< ბერძ. kytos სათავსი, გარსი; უჯრედი] - რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს ცხოველურ ან მცენარეულ უჯრედებთან დაკავშირებულს. მაგ., ციტოლოგია. ციტოპლაზმა. More…
ციტოგენეტიკა
ციტოგენეტიკა [ბერძ. kytos უჯრედი და (იხ. გენეტიკა)] - გენეტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობის კანონზომიერებებს სხვადასხვა უჯრედშიგა სტრუქტურების აღნაგობასა და ფუნქციებთან More…
ციტოდიაგნოსტიკა
ციტოდიაგნოსტიკა [ბერძ. kytos უჯრედი და დიაგნოსტიკა] – (მედიც.). დაავადების გამოცნობა სხეულის სითხეების უჯრედოვანი ელემენტების მიკროსკოპული გამოკვლევის საშუალებით. =უცხო სიტყვათა More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9