ციტოპლაზმა [ბერძ. kytos უჯრედი და plasma წარმონაქმნი] – (ბიოლ.). უჯრედის პროტოპლაზმის ნაწილი, რომელიც არ შედის ბირთვის შემადგენლობაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ციტრალ-ი [< ლათ. citrus ლიმონის ხე] - ორგანული ნაერთი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ალდეჰიდი; მოიპოვება ზოგ ეთერზეთში; იღებენ სინთეზურადაც; გამოყენება აქვს პარფიუმერიაში და სხვ. More…
ციფერბლატ-ი [გერმ. Zifferblatt] – 1. საათის ფირფიტა ან დაფა, რომელზედაც აღნიშნულია საათები და წუთები და მოძრაობს ისრები. 2. საზომ ხელსაწყოებში: დანაყოფებიანი ფირფიტა, რომელზედაც ისარი More…
ციცერო - კორპუსზე უფრო მსხვილი შრიფტის საზომის სახელწოდება [ცნობილი რომაელი ორატორის ციცერონის (ლათ. Cicero) სახელის მიხედვით, რომლის «წერილები» დაიბეჭდა პირველად ამ შრიფტით 1467 წ.] . More…
ცოკოლ-ი [იტალ. zoccolo] – 1. რაიმე ნაგებობის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ საძირკველს ეყრდნობა და ცოტათი წინ არის გამოწეული; ზეძირკველი. 2. ელექტრული ნათურას ნაწილი, რომლითაც ის იხრახნება More…
ცუგცვანგ-ი [გერმ. Zugzwang] - ჭადრაკში: ფიგურების განლაგება, რომლის დროსაც აუცილებელია ისეთი მორიგი სვლის გაკეთება, რომელსაც მოსდევს მდგომარეობის გაუარესება და პარტიის წაგებაც კი. More…
ცუნამ-ი [იაპ.] - გიგანტური (15-20 მ. სიმაღლის) ტალღები, რომლებიც ჩნდება ოკეანეში წყალქვეშა მიწისძვრების შედეგად; სანაპიროზე იწვევს დიდ ნგრევას; ხშირად იცის წყნარ ოკეანეში. =უცხო More…