ჰალურგია [ბერძ. hals (halos) მარილი და ergon მუშაობა] - ქიმიური ტექნოლოგიის სახეობა, რომელიც გამოიმუშავებს სხვადასხვა მარილის მიღების წესებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰალფვინდ-ი [ჰოლანდ. halfwind] – (ზღვ.). - იალქნიანი გემის კურსი, რომლის დროსაც მისი დიამეტრული სიბრტყე ქარის მიმართულების ხაზთან 900-იან კუთხეს ქმნის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰალშტატის კულტურა - ადრეული რკინის ხანის (ძვ. წელთაღრ. 10-5 სს.) კულტურა ილირიული და კელტური ტომებისა; გავრცელებული იყო შუა ევროპის სამხრეთ ნაწილში [ავსტრიის ქალაქ ჰალშტატის (Hallstatt) More…
ჰამადრილ-ი [< ბერძ. Hamadryas (ხის ნიმფის სახელი)] - მაიმუნი პავიანების ჯგუფისა; ბინადრობს აფრიკის ზოგ ქვეყანაში (სუდანში, ეთიოპიაში) და არაბეთის ნახევარკუნძულზე. =უცხო More…
ჰანდიკაპ-ი [ინგლ. handikap] – 1. რაიმე სპორტულ შეჯიბრებაში (მაგ., რბენაში): შედარებით სუსტი მონაწილისათვის მოცემული უპირატესობა (მანძილის ან დატვირთვის შემცირება და სხვ.). 2. დოღი, რომელშიც More…
ჰაპტოტროპიზმ-ი [ბერძ. haptō ვეხები და tropē მობრუნება, შეცვლა] - ზოგი (მაგ., მცოცავი და ხვიარა) მცენარის რეაქცია მაგარ სხეულთან შეხებისას; გამოიხატება ორგანოების მოხრით. =უცხო More…
ჰარმატან-ი (უფრო სწორია არმატანი) [ესპ. harmatan] – მშრალი, ცხელი ქარი, რომელიც ქრის აფრიკაში გვინეის ნაპირზე და რომელსაც მოაქვს წითელი მტვერი საჰარიდან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰარმონიზაცია და ჰარმონიზება - (მუს.). მელოდიისათვის შესაფერისი ჰარმონიული თანხლების მიწერა; ნასესხები მელოდიის საფუძველზე მუსიკალური ნაწარმოების შექმნა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰარმონიულ-ი - 1. ჰარმონიაზე დამყარებული; მწყობრად შეხამებული. მაგ., ჰ. ხაზები. ადამიანის პიროვნების ჰ. განვითარება. 2. შეხმატკბილებული; ერთსულოვანი. მაგ., ჰ. ოჯახი. ჩიტების ჰ. გალობა. More…
ჰარპაგონ-ი - ზოგჯერ იტყვიან ძუნწი ადამიანის აღსანიშნავად [მოლიერის კომედია „ძუნწის“ მთავარი პერსონაჟის Harpagon-ის სახელის მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი