A B C D E F G H I J K L M N

კა კე კვ კი კლ კნ კო კრ კტ კუ
selected terms: 1,529 page 75 of 77
კუმისი
ცხენის (ან აქლემის) დადუღებული რძისაგან დამზადებული სასმელი (გავრცელებულია ბაშკირეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სხვა რესპუბლიკაში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კუმულაცია
"დაგროვება" სამკურნალო ან შხამიან ნივთიერებათა დაგროვება ორგანიზმში მათი ხანგრძლივად ხმარების გამო; ამ დაგროვების შედეგად ნივთიერების მოქმედების გაძლიერება. =უცხო სიტყვათა More…
კუნჟუტი
უმართებ. See also: ქუნჯუთი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კუნსტკამერა
(Kunstkammer) ძველ დროში სხვადასხვა იშვიათი საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ეთნოგრაფიული თუ არქეოლოგიური საგნების კოლექცია; ასეთი კოლექციის საცავი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კუნქტატორი
(cunctator) "გაუბედავი", "ზოზინა ადამიანი"იტყვიან მეტისმეტად ფრთხილ და გაუბედავ ადამიანზე, მეტსახელის მიხედვით, რომელიც რომაელებმა შეარქვეს სარდალ კვინტუს ფაბიუს More…
კუნქტატორობა
კუნქტატორის თვისება, საქციელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კუოკლე
See also: კოკლე =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კუპაჟი
(coupage) სხვადასხვა ღვინის ერთმანეთში შერევა გაუმჯობესების მიზნით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კუპე
(coupé) მატარებლის ვაგონში რამდენიმე კაცისათვის განკუთვნილი ცალკე განყოფილება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კუპიდონი
(Cupido (Cupidonis)) სიყვარულის ღმერთი, რომელიც წარმოდგენილი ჰყავდათ მშვილდისრიანი ფრთოსანი ბიჭის სახით; ამური (ბერძნულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ეროტი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კუპირებული
რკ.-გზ. დახურული კუპეების მქონე (ვაგონი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კუპიურა
(coupure) 1. მხატვრულ ან მუსიკალურ ნაწარმოებში გარკვეული ადგილების ამოღება; შემოკლება. 2. ნომინალური ღირებულება ქაღალდის ფულისა, ობლიგაციისა ან ფასიანი ქაღალდისა. მაგ., ასმანეთიანი კუპიურა. More…
კუპლეტი
(couplet) 1. ლექსის, სიმღერის სტროფი. 2. კუპლეტები - სატირული ან იუმორისტული ხასიათის სიმღერა საჭირბოროტო თემებზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კუპლეტისტი
კუპლეტების შემსრულებელი მსახიობი. See also: კუპლეტი, მნიშვ. 2 =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
კუპონი
(coupon) 1. ობლიგაციის ან აქციის მოსაჭრელი ტალონი პროცენტების ან დივიდენდის მისაღებად. 2. მოძვ. ერთი ადგილის ბილეთი თეატრის ლოჟაში. 3. ქსოვილის ნაჭერი (ჩვეულებრივ საკაბე), რომელსაც აქვს More…
კურანტი
(куранты <; courant) "მიმდინარე" კოშკის ან კედლის ძველებური საათი, რომელიც რეკავს და თან ასრულებს რაიმე პატარა მუსიკალურ ნაწარმოებს; ასეთი საათის მუსიკალური მექანიზმი. More…
კურარე
>კარიბ. ძლიერი შხამი, რომლის მიღება იცოდნენ სამხრეთ ამერიკელმა ინდიელებმა ზოგიერთი ადგილობრივი მცენარის ნორჩი ყლორტებისა და ფესვებისაგან; იყენებდნენ ისრების მოსაწამლავად; იწვევს კუნთების More…
კურატორი
(curator) "მზრუნველი", "მეურვე" 1. პირი, რომელსაც მინდობილი აქვს რაიმე სამუშაოს მეთვალყურეობა. 2. სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, რომელიც მიმაგრებულია კლინიკაში მწოლიარე More…
კურბეტი
(courbette) 1. საჯდომი ცხენის გადახტომა მოკეცილი ფეხებით. 2. ცირკში ცხენის მდგომარეობა, როდესაც იგი ყალყზეა შემდგარი და წინა ფეხები მოხრილი აქვს. 3. აკრობატიკაში ხტომი ფეხებიდან ხელებზე More…
კურდონერი
(cour d’honneur) "საზეიმო ეზო"ბერძნული ასო П-ს ("პი"-ს) მოყვანილობის (ე. წ. პისებრი) შენობის გამონაშვერებით ან პისებრად ცალკე მდგომი კორპუსებით წარმოქმნილი საპარადო ეზო, More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9