A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 753 of 766
ჰეტერო-
ჰეტერო- [<ბერძ. heteros სხვა; მეორე] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს სხვას (საპირისპ. ჰომო-). მაგ.,ჰეტეროგენური. =ჭაბაშვილი მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი More…
ჰეტეროაუქსინი
ჰეტეროაუქსინ–ი [ბერძ. heteros სხვა და (იხ. აუქსინები)] – ერთ–ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული აუქსინი, მაღალი ფიზიოლოგიური აქტივობის მქონე ნივთიერება; ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას; ამზადებენ More…
ჰეტეროგამია
ჰეტეროგამია [ბერძ. heteros სხვა და gamos ქორწინება, შეუღლება] – (ბიოლ.). სქესობრივი პროცესის ტიპი - განაყოფიერების დროს შერწყმული ორი გამეტი გარეგნულად განსხვავდება ერთმანეთისაგან; More…
ჰეტეროგენური
ჰეტეროგენურ –ი [ბერძ. heterogenēs] – შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით სხვადასხვაგვარი (საპირისპ. ჰომოგენური). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეტეროგონია
ჰეტეროგონია [ბერძ. heteros სხვა და gonē დაბადება] – (ზოოლ.). უხერხემლო ცხოველებში: თაობათა მონაცვლეობის ერთ–ერთი ფორმა– ერთმანეთს ენაცვლება განაყოფიერებული და გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან More…
ჰეტეროსექსუალიზმი
ჰეტეროსექსუალიზმ–ი [ბერძ. heteros სხვა და ლათ. sexualis სქესობრივი] –1. სქესობრივი ლტოლვა საპირისპირო სქესის ინდივიდისადმი (შდრ. ჰომოსექსუალიზმი). 2. საპირისპირო სქესისათვის დამახასიათებელი More…
ჰეტეროტოპია
ჰეტეროტოპია [ბერძ. heteros სხვა და topos ადგილი] – ქსოვილები ან რაიმე ორგანოს ნაწილების წარმოქმნა მათთვის უჩვეულო ადგილას (მაგ., კბილების ამოსვლა სასაზე, ძვლის ტვინის გაჩენა კუჭუკანა More…
ჰეტეროტროფული
ჰეტეროტროფულ–ი [ბერძ. heteros სხვა და trophē საკვები]: ჰეტეროტროფული ორგანიზმები – (ბიოლ.). ორგანიზმები, რომლებიც საკვებად იყენებენ მზა ორგანულ ნივთიერებებს; ასეთ ორგანიზმებს განეკუთვნებიან More…
ჰეტეროფილია
ჰეტეროფილია [ბერძ. heteros სხვა და phyllon ფოთოლი] – (ბოტან.). სხვადასხვა ფორმის ფოთლების არსებობა ერთი და იმავე მცენარის ერთ ან სხვადასხვა ყლორტზე (ქართ. სინონ. ნაირფოთლიანობა). More…
ჰეტმანი
ჰეტმან–ი [პოლონ. hetman] -1მე–16 –18სს.–ში: პოლონეთ– ლიტვის სახელმწიფოს შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი. 2. მე –16–17სს.–ში უკრაინაში: კაზაკთა ჯარის არჩეული მეთაური; მე–17–18სს.–ში: More…
ჰეფესტოსი
ჰეფესტოს–ი [ბერძ. Hēphaistos]- ბერძნულ მითოლოგიაში:ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთი (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება ვულკანი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰექსაგონი
ჰექსაგონ–ი [ბერძ. hex ექვსი და gōnia კუთხე] – ექვსკუთხედი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰექსაედრი
ჰექსაედრ–ი [ბერძ. hex ექვსი და hedra ფუძე, ზედაპირი, გვერდი] – (მათემ.). სხეული, რომელიც შემოსაზღვრულია ექვსი სიბრტყით; ექვსწახნაგა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰექსაქლორანი
ჰექსაქლორან–ი [ბერძ. hex ექვსი და clōros (იხ. ქლორი)] – ორგანული ნაერთი, რომელიც შეიცავს ქლორის ექვს ატომს; ერთ–ერთი ყველაზე უფრო ძლიერი შხამია, იყენებენ მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ More…
ჰექსაქორდი
ჰექსაქორდ–ი [ბერძ. hex ექვსი და chordē სიმი] – (მუს.). ექვსაფეხურიანი ბგერათრიგი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰექსოდი
ჰექსოდ–ი [ლათ. hex ექვსი და (ელექტრ)ოდი ]– რადიომიმღების ელექტრონ მილაკი, რომელსაც ექვსი ელექტროდი აქვს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰექტარი
ჰექტარ–ი [ფრანგ. hectare] - მიწის ფართობის საზომი ერთეული (მეტრული სისტემისა); უდრის 100 არს ანუ 10.000 კვადრატულ მეტრს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰექტო-
ჰექტო- [<ბერძ. hekaton ასი] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს ასს, ასჯერ-ს მაგ., ჰექტოლიტრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰექტოგრაფი
ჰექტოგრაფ–ი [ბერძ. hekaton ასი და graphō ვწერ] – გამარტივებული საბეჭდი ხელსაწყო– ხელნაწერი ან მანქანით გადაწერილი ტექსტის გასამრავლებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰექტოლიტრი
ჰექტოლიტრ–ი [ბერძ. hekaton ასი და ფრანგ. litre ლიტრი] – სითხის ან ფხვიერი სხეულის საზომი (მეტრული სისტემისა); უდრის 100 ლიტრს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9