A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 763 of 766
ჰოკეისტი
ჰოკეისტ-ი – ჰოკეის მოთამაშე სპორტსმენი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოლარქტიკა
ჰოლარქტიკა [ბერძ. holos მთელი, მთლიანი და (იხ. არქტიკა)] – ხმელეთის ერთ–ერთი ბიოგეოგრაფიული არე; მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტროპიკსგარეშე ნაწილს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოლდინგი
ჰოლდინგ-ი [ინგლ. holding ჩაბღუჯვა] – (სპორტ.). წესის დარღვევა კრივში – ერთ-ერთი მონაწილის მიერ მეორის ხელების ან ტანის დაჭერა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოლი
ჰოლ-ი [ინგლ. hall] - დიდი ოთახი ან მოზრდილი დარბაზი სხვადასხვა დანიშნულებისა (მაგ.)., მოსაცდელი ოთახი სასტუმროში, თეტრში, კინოში და სხვ). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოლმინი
ჰოლმინ-ი – (ქიმ.). ლანთანოიდების ჯგუფის ელემენტი [ქ. სტოკჰოლმის ლათ. სახელწოდების Holmia-ს მიხედვით]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოლოგრამა
ჰოლოგრამა [ბერძ. holos (იხ.ჰოლოგრაფია) და gramma ნაწერი] – მოცულობითი გამოსახულება, სურათი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოლოგრაფია
ჰოლოგრაფია [ბერძ. holos მთელი, სრული და (ფოტო)გრაფია] – ობიექტის მოცულობითი გამოსახულების მიღების მეთოდი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოლოფანები
ჰოლოფანებ-ი [ბერძ. holos მთელი, მთლიანი და phanos ნათელი] – გამჭვირვალე მინისაგან დაწნეხილი თალფაქები; იყენებენ სხვადასხვა გასანათებელ ხელსაწყოში (შუქის არეკვლის, გარდატეხისა და More…
ჰოლოცენი
ჰოლოცენ-ი [ბერძ. holos მთელი, მთლიანი და kainos ახალი] – დედამიწის თანამედროვე გეოლოგიური ეპოქა (სხვანაირად: გამყინვარების შემდგომი ეპოქა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰომეოპათი
ჰომეოპათ-ი – ექიმი, რომელიც ჰომეოპათიის საშუალებებით მკურნალობს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰომეოპათია
ჰომეოპათია [ბერძ. homoios მსგავსი და pathos ავადმყოფობა] – მკურნალობის მეთოდი – ძალიან მცირე დოზებით ხმარება ისეთი წამლებისა, რომელთა დიდი დოზები ჯანმრთელ ადამიანში იწვევს მოცემული More…
ჰომეოპათიური დოზები
ჰომეოპათიურ-ი დოზები – იტყვიან რისამე ძალიან მცირე დოზებზე (იხ. ჰომეოპათია). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰომეოსტაზი
ჰომეოსტაზ–ი [ბერძ. homoios მსგავსი და statis უძრაობა] – ცხოველურ ორგანიზმში მიმდინარე რთული რეაქციების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულება სხვადასხვა შინაგანი გარემოს (მაგ., სხეულის More…
ჰომეროსული სიცილი
ჰომეროსულ-ი სიცილი – თავშეუკავებელი, ხმამაღალი სიცილი, ხარხარი [გამოთქმა დაკავშირებულია ღმერთების სიცილთან, რომელიც აღწერილია ძველი ბერძენი პოეტის ჰომეროსის «ილიადაში»]. =უცხო More…
ჰომილეტიკა
ჰომილეტიკა [< homileō ვსაუბრობ] – სტენოგრაფიულად ჩაწერილი ძველი საეკლესიო მოძღვრება–ქადაგებანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰომინგი
ჰომინგ-ი – იხ. ჰოუმინგი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰომო-
ჰომო- [< ბერძ. homos მსგავსი, ტოლი; საერთო] – რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; ნიშნავს მსგავსს, თანასწორს ( საპირისპ. ჰეტერო-). მაგ., ჰომოგენური. =უცხო სიტყვათა More…
ჰომოგამია
ჰომოგამია [ბერძ. homos მსგავსი და gamos ქორწინება, შეუღლება] – (ბიოლ.). 1. მამრობითი და მდედრობითი ორგანოების ერთდროული მომწიფება ორივე სქესის მქონე მცენარის ერთსა და იმავე ეგზემპლარზე; More…
ჰომოგენური
ჰომოგენურ-ი [ბერძ. homogenēs] - შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით ერთგვარი (საპირისპ. ჰეტეროგენური). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰომოლოგია
ჰომოლოგია [ბერძ. homologia შესაბამისობა, შესატყვისობა] – (ბიოლ.). ისეთი ორგანოების მსგავსება, რომლებიც აგებულია ერთი გეგმით, ვითარდება ერთნაირი ჩანასახებისაგან, მაგრამ ასრულებს სხვადასხვა More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9