A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,344 page 767 of 768
ჰოსპიტალიერები
ჰოსპიტალიერებ-ი [ფრანგ. hospitaliers]-(ისტ.).იგივეა,რაც იოანიტები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოსპიტალიზაცია
ჰოსპიტალიზაცია –– ჰოსპიტალში , საავადმყოფოში დაწვენა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოტენტოტები
ჰოტენტოტებ-ი - სამხრეთ და სამხრეთ – დასავლეთ აფრიკის მკვიდრი მოსახლეობა; მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოსპეს კოლონიზატორებმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოუმინგი
ჰოუმინგ-ი [ინგლ. homing შინ დაბრუნება] – მოვლენა,როდესაც სახლიდან შორს წაყვანილი ცხოველი (ძაღლი,კატა,ცხენი, მტრედი) თავისით გზას იგნებს და შინ ბრუნდება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოფმაისტერი
ჰოფმაისტერ-ი [გერმ. Hofmeister] – (ისტ.). გერმანიაში, რუსეთში: მეფის კარის ერთ-ერთი საპატიო ტიტული; ამ ტიტულის მქონე პირი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოფმაკლერი
ჰოფმაკლერ-ი [გერმ. Hofmakler]-რევულუციამდელ რუსეთში: ბირჟის მთავარი მაკლერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰოფმარშალი
ჰოფმარშალ-ი [გერმ. Hofmarschall] – (ისტ.). გერმანიაში, რუსეთში: ტიტული მეფის კარის მოხელისა, რომელიც განაგებდა სასახლის სამეურნეო საქმეებს; ამ ტიტულის მქონე პირი. =უცხო სიტყვათა More…
ჰოფრირება
ჰოფრირება – (უმართებ.). იხ. გოფრირება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუგენოტები
ჰუგენოტებ-ი [ფრანგ. huguenots] - მე-16 -17 სს.-ში საფრანგეთში: პროტესტანტები (კალვინისტები),რომელთაც სდევნიდნენ კათოლიკური ეკლესია და მთავრობა; ჰუგენოტების ხოცვა– ჟლეტა მოეწყო 1572 წ. More…
ჰუკი
ჰუკ-ი [ინგლ. hook] – (სპორტ.). კრივში: გვერდიდან დარტყმა მოღუნული ხელით; კროშე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმანიზმი
ჰუმანიზმ-ი [ფრანგ. humanism < ლათ. humanus ადამიანური ]–1. მსოფლმხედველობა, რომელიც გამსჭვალულია ადამიანის სიყვარულით, მისი ღირსების პატივისცემით; კაცთმოყვარეობა. 2. აღორძინების More…
ჰუმანისტი
ჰუმანისტ-ი – 1. ჰუმანიზმით (მნიშვ.1) გამსჭვალული ადამიანი; კაცთმოყვარე. 2. (ისტ.). ჰუმანიზმის (მნიშვ. 2) მიმდევარი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმანიტარული
ჰუმანიტარულ-ი [< ფრანგ. humanitaire]: ჰუმანიტარული მეცნიერებანი – საზოგადოებრივი მეცნიერებანი (ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია და სხვ.) – საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათაგან More…
ჰუმანოიდები
ჰუმანოიდები [< ლათ. humanus ადამიანური, ადამიანისა და ბერძ. eidos მსგავსი] – სპეციალურ და ფანტასტიკურ ლიტერატურაში ასე იხსენიებიან შორეული პლანეტებიდან ე. წ. «მფრინავი თეფშებით» More…
ჰუმანური
ჰუმანურ-ი [ლათ.humanus] – ადამიანური, კაცთმოყვარული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმიფიკაცია
ჰუმიფიკაცია [ლათ. humus ნიადაგი და facio ვაკეთებ] – ნიადაგში მცენარეული და ცხოველური ნარჩენების გახრწნა მიკროორგანიზმების მოქმედების შედეგად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმორალური
ჰუმორალურ-ი [<ლათ. humor სითხე] – (ფიზიოლ.). ორგანიზმის სითხეებთან (სისხლთან, ლიმფასთან და მისთ.) დაკავშირებული. მაგ., ჰუმორალური რეგულაცია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმორი
ჰუმორ-ი – იხ. იუმორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუმუსი
ჰუმუს-ი [ლათ. humus ნიადაგი] – მპალა, ნეშოპალა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰუნები
ჰუნებ-ი – თურქთა ტომები, რომლებმაც I ს.– ში (ძვ. წელთაღრ.) არალის ზღვის რაიონში შექმნეს სამეფო; უკანასკნელი წინამძღოლის ატილას სიკვდილის შემდეგ (453წ.) მათი სამხედრო კავშირი დაიშალა. More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9