A B C D E F G H I J K L M N

და დე დი დო დრ დუ
selected terms: 810 page 8 of 41
დეკოლორაცია
(decoloratio) გაუფერულება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკოლტე
(décolleté) 1. ქალის ტანსაცმელი, კაბა, რომელსაც გული ღრმად აქვს ამოჭრილი და არ ფარავს ყელს, მხრებს, მკერდისა და ზურგის ზედა ნაწილს. 2. თვით ამოჭრილი, ღია ნაწილი ასეთი კაბისა. =უცხო More…
დეკოლტირებული
1. ღრმად გულამოჭრილი (კაბა). 2. ვისაც დეკოლტე აცვია, დეკოლტიანი (ქალი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკომპენსაცია
კომპენსაციის დარღვევა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკომპრესია
1. შეკუმშვის შემცირება. 2.მედიც. ავადმყოფური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ატმოსფერული ჰაერის წნევის მკვეთრი დაწევით; შეინიშნება კესონური, საყვინთავი სამუშაოების დროს და სხვ. =უცხო More…
დეკომპრესორი
სამარჯვი, რომელიც მიერთებულია შიგაწვის ძრავას ცილინდრთან; ამცირებს შეკუმშვას ცილინდრში - ძრავას ამუშავების ან გაჩერების დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკონცენტრაცია
სხვადასხვა ადგილას განლაგება, გაშლა (მაგ., ჯარისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკორატიული
(décoratif) ადგილის დამამშვენებელი, ლამაზი, ეფექტური. მაგ., დეკორატიული მცენარეები, დეკორატიული ვაზა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკორატორი
(décorateur) 1. დეკორაციების მხატვარი;2. სადგომების (ბინების) ლამაზად მოწყობის, მორთვის სპეციალისტი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკორაცია
(décoration) მოქმედების ადგილის გაფორმება სცენაზე ფერწერულად ან არქიტექტურულად; სცენის მოწყობილობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკორაციული
დეკორაციასთან დაკავშირებული. მაგ., დეკორაციული მხატვრობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკორი
(décor) დეკორატიული ელემენტების (სამკაულების) ერთობლიობა, სისტემა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკორტი
(Dekort) ვაჭრ. საქონელზე ფასის დაკლება, როდესაც მისი ხარისხი ან რაოდენობა არ შეესაბამება პირობით დათქმულს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკორტიკაცია
(decorticatio) "ქერქის გაცლა"1. ლაფნეული სართავი მცენარეების (კენაფის, კანაფის და სხვ.) ღეროს მერქნისათვის ლაფნის გაძრობა წინასწარ დაუსველებლად. 2. თავის ტვინის დიდი More…
დეკორუმი
(decorum) "ზრდილობა"გარეგნული ზრდილობა; გარეგნული პირობები, რაც შეეფერება მდგომარეობას, თანამდებობას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკოქტი
(decoctum) სამკურნალო მცენარეების ნახარში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკრემენტი
(decrementum) "კლება"ნერვული სისტემის ფიზიოლოგიაში: აღგზნების ტალღის თანდათანობითი მილევა, როდესაც იგი ვრცელდება ნერვში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკრეტალიები
(decretalia < decretum) "ბრძანებულება", "დადგენილება"რომის პაპის დადგენილებები, რომლებიც გაფორმებულია ეპისტოლეების სახით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკრეტი
(decretum) უმაღლესი ხელისუფლების დადგენილება (რაიმე ცალკეულ საკითხზე), რომელსაც კანონის ძალა აქვს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დეკრეტირება
დეკრეტის გამოცემით რისამე დაკანონება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9