A B C D E F G H I J K L M N

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
selected terms: 702 page 8 of 36
ფედერატები
ფედერატებ-ი [ლათ. foederatus (მხ.) < foedus კავშირი] – 1. ძველ რომში: თემები, რომლებიც კავშირით იყვნენ შეკრული რომთან და ჩვეულებრივ იწოდებოდნენ მოკავშირეებად. 2. რომაელთა სამხედრო More…
ფედერაცია
ფედერაცია [ფრანგ. fédération] – 1. სახელმწიფო წყობილების ფორმა, რომლის დროსაც რამდენიმე სახელმწიფოსაგან იქმნება ერთი სახელმწიფო. 2. ცალკეულ საზოგადოებათა, ორგანიზაციათა კავშირი. More…
ფედერაციული
ფედერაციულ-ი - ფედერაციის საფუძველზე აგებული; ფედერაციაში შემავალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფედინგი
ფედინგ-ი [ინგლ. fading < fade თანდათანობით შესუსტება, გაქრობა] - მოკლე ტალღებით რადიოგადაცემის მიღების მიყუჩება, შესუსტება ან სრული შეწყვეტა რადიოტალღების გავრცელების პირობათა More…
ფეერია
ფეერია [ფრანგ. féerie] – 1. თეატრალური ან საცირკო სანახაობა ზღაპრული შინაარსისა, დადგმული სხვადასხვა სცენური ეფექტის გამოყენებით. 2. (გადატ.). მომხიბლავი, მომაჯადოებელი სანახაობა. More…
ფეერიული
ფეერიულ-ი - ფერიის ხასიათისა; მომხიბლავი, მომაჯადოებელი. მაგ., ფეერიული წარმოდგენა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფეიერვერკერი
ფეიერვერკერ-ი [რუს. фейерверкер < გერმ. Feuerwerker] - მეფის რუსეთის არმიაში: არტილერიის უნტერ-ოფიცერი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფეიერვერკი
ფეიერვერკ-ი - (უმართებ.). იხ. ფოიერვერკი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფეიხოა
ფეიხოა [ესპ. Feijoa] - მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი; აქვს მწვანე ან ყვითელი ფერის წვნიანი და სურნელოვანი ოვალური ნაყოფი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფეკალია
ფეკალია [ლათ. faex (faecis) ნალექი] - ადამიანის შარდისა და განავლის ნარევი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფეკალური
ფეკალურ-ი - ფეკალიებთან დაკავშირებული; ფეკალიების შმცველი; ფეკალიებისათვის განკუთვნილი. ფ სასუქი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფელაჰი
ფელაჰ-ი [არაბ.] - არაბულ ქვეყნებში: ბინადარი (არამომთაბარე) გლეხი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფელდიეგერი
ფელდიეგერ-ი [გერმ. Feldjäger] - მთავრობის ან სამხედრო უწყების შიკრიკი - მნიშვნელოვანი, უპირატესად საიდუმლო ქაღალდების დამტარებელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფელდმარშალი
ფელდმარშალ-ი [გერმ. Feldmarschall] მეფის რუსეთის, აგრეთვე ზოგი უცხო ქვეყნის არმიებში: გენერლის უმაღლესი ჩინი; ამ ჩინის მქონე პირი (იგივეა, რაც გენერალ-ფელდმარშალი). =უცხო სიტყვათა More…
ფელდფებელი
ფელდფებელ-ი [გერმ. Feldwebel] - მეფის რუსეთის, აგრეთვე ზოგი უცხო ქვეყნის არმიებში: ქვეითი ჯარის, არტილერიის, საინჟინრო ჯარების უფროსი უნტერ-ოფიცრის წოდებულება (უდრის საბჭოთა არმიის More…
ფელდშერი
ფელდშერ-ი [გერმ. Feldscher] - იგივეა, რაც ფერშალი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფელდშპატიდები
ფელდშპატიდებ-ი [გერმ. Feldspat მინდვრის შპატი და ბერძ. eidos სახე] - ჯგუფი ქანწარმომქმნელი ტუტე მინერალებისა (ალუმინსილიკატებისა), რომლებიც, განსხვავებით მინდვრის შპატებისაგან, ცოტა More…
ფელდცოიგმაისტერი
ფელდცოიგმაისტერ-ი [გერმ. Feldzeugmeister] – (ისტ.). 1. არტილერიის მეთაური პრუსიაში, რუსეთსა და საფრანგეთში მე-17 – 19 სს.-ში (რუსეთში: ფელდცეიხმეისტერი). 2. გენერლის ერთ-ერთი წოდებულება More…
ფელემა
ფელემა [< ბერძ. phellos კორპის ხე, კორპი] – (ბოტან.). კორპის ქსოვილი (მცენარეებისა). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ფელეტონი
ფელეტონ-ი [ფრანგ. feuilleton] - ცოცხლად, იუმორით დაწერილი საგაზეთო მოთხრობა, რომელიც ამასხარავებს თანამედროვე ცხოვრების ნაკლოვან მხარეებს, მახინჯ მოვლენებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9