A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰია ჰიბ ჰიგ ჰიდ ჰიე ჰილ ჰიმ ჰინ ჰიო ჰიპ ჰირ ჰის ჰიტ ჰიფ ჰიჯ
selected terms: 176 page 8 of 9
ჰიპოკინეზია
ჰიპოკინეზია [ბერძ. hypo ქვეშ და kinēsis მოძრაობა] – (მედიც.). დაავადება, რომელიც გამოწვეულია ადამიანის ხანგრძლივი უმოძრაობით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოკოტილი
ჰიპოკოტილ-ი [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით, დაბლა და kotylē ფოსო, ჯამი] – (ბოტან.). ღეროს პატარა მონაკვეთი ფესვსა და პირველ ფოთლებს (ლებნებს) შორის (სხვანაირად: ლებნისქვეშა მუხლი). =უცხო More…
ჰიპოკრენე
ჰიპოკრენე – იხ. იპოკრენე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოლოგია
ჰიპოლოგია [ბერძ. hippos ცხენი და logos მოძღვრება] – მეცნიერება ცხენების შესახებ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოპლაზია
ჰიპოპლაზია [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და plasis წარმოქმნა] – (ანატ.). ქსოვილის ან ორგანოს არასრული განვითარება (შდრ. ჰიპერპლაზია). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოპოტამი
ჰიპოპოტამ-ი [ბერძ. hippopotamos] – იგივეა, რაც ბეჰემოთი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოსეკრეცია
ჰიპოსეკრეცია [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და (იხ. სეკრეცია)] – (ფიზიოლ.). რომელიმე ჯირკვლის სეკრეტის (იხ. სეკრეტი1) შემცირებულად გამოყოფა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოსტაზი
ჰიპოსტაზ-ი (უფრო სწორია: ჰიპოსტასი) [ბერძ. hypostasis ნალექი] – (მედიც.). სისხლის შეგუბება სხეულის ქვედა ნაწილებსა და ორგანოებში; ემართებათ ავადმყოფებს, რომელთაც გულის მოქმედება აქვთ More…
ჰიპოსტილი
ჰიპოსტილ-ი [ბერძ. hypostilos სვეტებით შეკავებული] – (არქიტ.). ფართო დახურული ნაგებობა (ტაძრის ან სასახლის დარბაზი), რომლის ჭერიც ეყრდნობა მრავალრიცხოვან, ახლო-ახლო აღმართულ სვეტებს; More…
ჰიპოსულფიტი
ჰიპოსულფიტ-ი – გოგირდოვანმჟავა ნატრიუმი; იყენებენ ფოტოგრაფიაში (ფიქსაჟად) და სხვ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოტაქსი
ჰიპოტაქს-ი [ბერძ. hypotaxis] – (ლინგვ.). ქვეწყობა (წინადადებათა). შდრ. პარატაქსი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოტენუზა
ჰიპოტენუზა [ბერძ. hypoteinusa] – (მათემ.). სწორკუთხა სამკუთხედის გვერდი, რომელიც მდებარეობს სწორი კუთხის პირდაპირ. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოტონია
ჰიპოტონია [ბერძ. hypo ქვეშ და tonos დაძაბვა] – (მედიც.). სისხლის წნევის დაქვეითება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოტროფია
ჰიპოტროფია [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და tropēo კვება] – რაიმე ორგანოს ან მისი ნაწილის მოცულობის შემცირება (საპირისპ. ჰიპერტროფია). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოფიზი
ჰიპოფიზ-ი [ბერძ. hypo ქვეშ და physis წარმოქმნა] – (ანატ.). შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის ფუძესთან; გავლენას ახდენს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე. More…
ჰიპოფუნქცია
ჰიპოფუნქცია [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და (იხ. ფუნქცია)] – (ბიოლ.). რაიმე ორგანოს დაქვეითებული მოქმედება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოქონდრია
ჰიპოქონდრია – იხ. იპოქონდრია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოქსია
ჰიპოქსია [ბერძ. hypo ქვევით და გვიანდელი ლათ. oxi(genium) ჟანგბადი] – ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰიპოცენტრი
ჰიპოცენტრ-ი [ბერძ. hypo ქვეშ, ქვევით და (იხ. ცენტრი)] – მიწისძვრის კერის ცენტრალური წერტილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰირუდინი
ჰირუდინ-ი [< ლათ. hirudo (hirudinis) წურბელა] – ნივთიერება, რომელსაც გამოყოფს სამედიცინო წურბლის სანერწყვე ჯირკვლები; აფერხებს სისხლის შედედებას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9