A B C D E F G H I J K L M N

მა მე მი მნ მო მუ
მეა მეგ მედ მეზ მეთ მეი მელ მემ მენ მერ მეს მეტ მეფ მექ მეშ მეჩ მეც მეჯ მეჰ
selected terms: 263 page 9 of 14
მეროვინგები
>საკუთ. სახ. საფრანგეთის პირველი სამეფო დინასტია (მე-5-8 სს.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მეროლოგია
(meros და logos) "ნაწილი" და "მოძღვრება" ანთროპოლოგიის ნაწილი, რომელიც ადამიანის სიკვდილის შემდეგ შეისწავლის მისი ცალკეული ორგანოების ზომებისა და ფორმების ვარიაციებს. More…
მერსერიზაცია
1. ვისკოზის დამზადების ერთ-ერთი სტადია; მდგომარეობს გარკვეული წესით ცელულოზის დამუშავებაში. 2. ბამბის ქსოვილების ან სხვა ცელულოზური ბოჭკოვანი მასალების დამუშავება ტუტის მაგარი ხსნარით More…
მერტელი
ქვიშისა და ჩამქრალი კირის ცეცხლგამძლე ნარევი; იყენებენ სამრეწველო ღუმლების (ბრძმედების, მარტენების, მიქსერებისა და სხვ.) წყობის დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მესა
(messe) 1. კათოლიკური ღვთისმსახურება, წირვა;2. მუსიკალური გუნდური ნაწარმოები ამ ღვთისმსახურების ტექსტზე, ჩვეულებრივ ორგანისა და ორკესტრის თანხლებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მესალინა
იტყვიან ცუდი ყოფაქცევის ქალზე - რომაელი იმპერატორის კლავდიუსის მესამე ცოლის Messalina-ს სახელის მიხედვით, რომელიც ცნობილი იყო ვერაგობითა და გარყვნილებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
მესერ და მესერე
(massere) იტალიაში ბატონი; ბატონო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მესია
(māšīah) "მირონცხებული" იუდევ. და ქრისტ. რელ. ღვთაებრივი „მხსნელი“, რომელიც თითქოს უნდა მოევლინოს ქვეყანას ბოროტების მოსასპობად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მესიდორი
(messidor ; messis; dōron) "მკა" და "საჩუქარი" საფრანგეთის რევოლუციური კალენდრის მიხედვით: მეათე თვე (19-20 ივნისიდან 18-19 ივლისამდე): კალენდარი მიიღო კონვენტმა 1793 წ. More…
მესიე
(monsieur) საფრანგეთსა და ზოგ სხვა ქვეყანაში: მამაკაცის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად); ბატონი; ბატონო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მესმერიზმი
ანტიმეცნიერული სამედიცინო სისტემა, რომლის მიხედვითაც თითქოს პლანეტები მოქმედებენ ადამიანზე განსაკუთრებული მაგნიტური ძალით, რაც კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ყველა დაავადების მიმდინარეობაზე; More…
მესოსტიქი
(mesos და stichos) "შუა" და "ლექსი" 1. ლექსი, რომელშიც თითოეული ტაეპის შუა ასოებისაგან (ზევიდან ქვევით) გამოდის სიტყვა ან ფრაზა. 2. ლექსი, რომლის ტაეპებში ჩართული More…
მეტა-
(რისამე) "შორის", "შემდეგ", (რისამე) "გავლით"; "გადა-" რთული სიტყვის პირველი შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს შუალედურ მდგომარეობას, მიდევნებას, More…
მეტაანალიზი
(meta და analisis) "გადა-" და "ანალიზი"რისამე ანალიზის გაკეთება ხელახლა; „გადაანალიზება“. See also: ანალიზი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მეტაბაზისი
(metabasis) "გადასვლა" ლოგ. სოფისტური ხერხი კამათში - განხილული საკითხისაგან გადახვევა და მისი შეცვლა სხვა საკითხით. See also: სოფისტიკა =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მეტაბოლიზმი
(metabolē) "შეცვლა" ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მეტაბოლიტები
ნივთიერებანი, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმში მეტაბოლიზმის დროს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
მეტაგალაქტიკა
(meta და galaktikos) (რისამე) "შემდეგ", "გავლით" და "გალაქტიკა" ყველა გალაქტიკის ერთობლიობა; აქედან თანამედროვე ტელესკოპებისათვის ხელმისაწვდომია დაახლოებით ერთი More…
მეტაგენეზი
(meta და genesis) "შემდეგ" და "წარმოშობა" კანონზომიერი ცვლა ორი თაობისა, რომელთაგან ერთი მრავლდება სქესობრივად, ხოლო მეორე - უსქესოდ (ახასიათებს ზოგ ცხოველს). More…
მეტაზოა
(meta და zōa) "შემდეგ" და "ცხოველები" მრავალუჯრედიანი ცხოველების საერთო სახელწოდება. See also: პროტოზოა =უცხო სიტყვათა ლექსიკონი, 1989.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9