A B C D E F G H I J K L M N

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
selected terms: 464 page 9 of 24
ჰერ
ჰერ [გერმ. Herr] - გერმანიასა და ზოგ სხვა ქვეყნაში: მამაკაცის ხსენება ან მისდამი მიმართვა (ჩვეულებრივ, გვართან ერთად); ბატონი; ბატონო. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰერა
ჰერა [ბერძ. Hēra] - ბერძნულ მითოლოგიაში: ქალღმერთი, ზევსის უფროსი და და მეუღლე, ქორწინებისა და ერთგული ცოლების მფარველი (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება იუნონა). =უცხო სიტყვათა More…
ჰერაკლე
ჰერაკლე [ბერძ. Hēraklēs] - ბერძნულ მითოლოგიაში: ზევსის შვილი, ნახევრად ადამიანი – ნახევრად ღმერთი, ერთ–ერთი ყველაზე უფრო პოპულარული, არაჩვეულებრივად ღონიერი გმირი (ლათინურად: ჰერკულესი). More…
ჰერალდიკა
ჰერალდიკა [<ლათ. heraldus მაცნე] – დამხმარე ისტორიული დისციპლინა, რომელიც გერბებს სწავლობს; გერბთმცოდნეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰერბარიზაცია
ჰერბარიზაცია – ჰერბარიუმისათვის მცენარეების შეგროვება და გახმობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰერბარიუმი
ჰერბარიუმ–ი [< ლათ. herba ბალახი] – სპეციალურად შეგროვებული და გამხმარი მცენარეების კოლექცია. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰერბიციდები
ჰერბიციდებ–ი [ლათ. herba ბალახი და caedo ვკლავ] – ქიმიური ნივთიერებანი, რომლებსაც იყენებენ სარეველა მცენარეების მოსასპობად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰერკულესი
ჰერკულეს–ი [ლათ. Hercules]-1. ჰერაკლეს ლათინური სახელი. ჰერკულესის სვეტები – ორი მთა გიბრალტარის სრუტესთან, ევროპისა და აფრიკის ნაპირებზე; ანტიკური მითოლოგიის თანახმად ეს «სვეტები» ააგო More…
ჰერმაფროდიტი
ჰერმაფროდიტ–ი – ცხოველი ან ადამიანი, რომელსაც აქვს ორივე სქესის ნიშნები [ბერძნული მითოლოგიური არსების (ჰერმესისა და აფროდიტეს შვილის) სახელის მიხედვით, რომელიც ღმერთების ნებით შეერთებული More…
ჰერმაფროდიტიზმი
ჰერმაფროდიტიზმ–ი – მოვლენა, როდესაც ერთსა და იმავე ორგანიზმს აქვს როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის ნიშნები; ორსქესიანობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰერმენევტიკა
ჰერმენევტიკა [ბერძ. hermēneutikē] - მეთოდი, რომლითაც ადგენენ ლიტერატურული ძეგლების, ძველი ხელნაწერების ნამდვილობას, მათ წარმოშობას, ისტორიას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰერმესი
ჰერმეს–ი [ბერძ. Hermēs] - ბერძნულ მითოლოგიაში: საძოვრებისა და ჯოგების, გზებისა და ვაჭრობის ღმერთი, ღმერთების შიკრიკი (რომაულ მითოლოგიაში მას შეესაბამება მერკური). =უცხო სიტყვათა More…
ჰერმეტული
ჰერმეტულ–ი - რაც ისე მჭიდროდ არის დახურული, დაგმანული ან ისე იხურება, რომ ჰაერს სრულიად არ ატარებს; ჰაერგაუვალი [ლეგენდარული ეგვიპტელი ბრძენის–ჰერმეს სამგზის უდიდესის– სახელის მიხედვით, More…
ჰერმი
ჰერმ–ი [< ბერძ. hermēs] – (არქიტ.). ოთხწახნაგოვანი სვეტი, რომელიც მთავრდება სკულპტურული თავით ან ბიუსტით; ანტიკურ ხანაში ჰერმები თავდაპირველად ჰერმესს გამოხატავდნენ (აქედან– More…
ჰერმოკამერა
ჰერმოკამერა – ჰერმეტულად დახურული კამერა (მაგ. კოსმონავტებისათვის სავარჯიშოდ.). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეროიზმი
ჰეროიზმ–ი [< ბერძ. hērōs გმირი] – (წიგნ.). გმირობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეროიკა
ჰეროიკა [< ბერძ. hērōs გმირი] – რისამე გმირული შინაარსი, გმირული მხარე, მაგ., შრომის ჰეროიკა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეროინუმი
ჰეროინუმ–ი [ლათ. heroinum] - ნარკოტიკული საშუალება (მორფინზე ძლიერი). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეროლდი
ჰეროლდ–ი [გერმ. Herold] - შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში: მაცნე, მაუწყებელი; გამრიგე რაინდთა ტურნირებზე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ჰეროსტრატეს სახელი
ჰეროსტრატე–ს სახელი – საძრახი საქმით, უღირსი საქციელით განთქმული სახელი [ბერძენი Hērostratos - ის სახელის მიხედვით, რომელმაც სახელის უკვდავყოფის მიზნით 356წ. (ძვ. წელთაღრ.) დაწვა არტემიდა More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9