A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 92 of 766
ახტერპიკი
(achterpiek) სამოქალაქო გემის კიჩოს ტრიუმის განაპირა ნაკვეთური; წარმოადგენს ბალასტის ცისტერნას და განკუთვნილია გემის გასაწონასწორებლად, დიფერენტის თავიდან ასაცილებლად. See also: More…
ახტერშტევენი
(achtersteven) გემის სპეციალური კონსტრუქცია, რომელიც კუთხით მდებარეობს კილის მიმართ და ერთგვარად მის გაგრძელებას წარმოადგენს გემის კიჩოსაკენ. See also: კილი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ახუნდი
(āchūnd) "მასწავლებელი"მაჰმადიანებში - სჯულის მცოდნე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აჯიტატო
(agitato) აღგზნებით, აღტყინებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აჰასფერი
(Ahasver) შუა საუკუნეების თქმულებათა მიხედვით: ებრაელი, რომელიც მძიმე დანაშაულის გამო ღმერთმა შეაჩვენა და საუკუნო ხეტიალი მიუსაჯა; "მარადი ურია". =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
აჰურა-მაზდა
ორმუზდის ძველი სპარსული სახელი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაალი
(baal) ძველი სემიტების (ფინიკიელების, ებრაელებისა და სხვ.) ნაყოფიერების წარმართული ღვთაება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაბილონის გოდოლი
ითქმის არეულ-დარეულობაზე, შფოთზე, აურზაურზე (ბიბლიური გადმოცემით, მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანები ცდილობდნენ აეშენებინათ ბაბილონში ცათამბჯენი კოშკი. ამით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ More…
ბაბიტი
კალის შენადნობი სპილენძთან, სურმასთან და სხვ.; იყენებენ საკისრების ზედაპირის დასაფარავად - ამერიკელი გამომგონებლის Babbit-ის გვარის მიხედვით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაბუვიზმი
უტოპიური კომუნიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც შექმნეს ფრანგმა რევოლუციონერმა ბაბეფმა (1760-1797წწ.) და მისმა მიმდევრებმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაბუინი
(babouin) მაიმუნი პავიანების გვარისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაგაჟი
(bagage) 1. მგზავრების ბარგი, შეფუთული ნივთები მატარებლით, გემით, თვითმფრინავით და მისთანებით გადასაზიდავად;2.გადატ. იტყვიან ვისიმე ცოდნის შესახებ რაიმე დარგში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაგატელი
(bagatelle) "უმნიშვნელო რამ, წვრილმანი" პატარა მუსიკალური პიესა, უპირატესად საფორტეპიანო; ეს ჟანრი შექმნა ბეთჰოვენმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაგაუდები
(Bagaudae) გალიასა და ჩრდ. ესპანეთში მე-3 -5 სს.-ში: რომაელთა ბატონობისა და ადგილობრივ ხელისუფალთა წინააღმდეგ სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილენი - გაღატაკებული გლეხები, წვრილი More…
ბაგერი
(Baggermaschine) საბადოდან ტორფის გამოსაღები ექსკავატორი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაგეტი
(bagguette) თამასა, რომლისგანაც აკეთებენ სურათის ჩარჩოებსა და ოთახის კარნიზებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაგი
(buggy) სპორტული ავტომობილი ერთგვარი; გამოიგონეს 60-იან წლებში კალიფორნიაში (ამერიკის შეერთებული შტატები); საბჭოთა კავშირში პირველად გაჩნდა 1972 წელს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბადელეიტი
მინერალი, ცირკონიუმის ორჟანგი; მისგან იღებენ ცირკონიუმს [Y. Baddeley -ს გვარის მიხედვით, რომელმაც ეს მინერალი აღმოაჩინა]. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბადიანი
(bādiane) სუბტროპიკული მარადმწვანე ხე; აქვს ტყავისებრი ფოთლები. იაპონური ბ.-მისი სურნელოვანი ქერქი იხმარება ხალხურ მედიცინაში; ნაყოფი შეიცავს შხამს. ჩინური ბ. - მისი სურნელოვანი ნაყოფი More…
ბადმინტონი
(Badminton) გეოგრ. სახ. ჩოგბურთის მსგავსი თამაში; მაღლა გაჭიმული ბადის თავზე ჩოგნით ისვრიან კორპის ან პლასტმასის ძაბრისებურ ბურთს (ვოლანს). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9