A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 93 of 766
ბადმინტონისტი
ბადმინტონის მოთამაშე სპორტსმენი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბავკიდე
(Baukis (Baukidos)) See also: ფილემონ და ბავკიდე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაზა
(base) 1. რისამე საფუძველი, საყრდენი;2. საყრდენი პუნქტი, ადგილი (რაიმე მარაგის, მატერიალურ ფასეულობათა შესანახავად), რომელიც ემსახურება მრეწველობის რაიმე დარგს, ორგანიზაციას, რომელიმე რაიონს More…
ბაზალტი
(basaltes) ვულკანური წარმოშობის ქანი, ჩვეულებრივ, შავი ფერისა; იყენებენ სამშენებლო საქმეში, კერამიკულ და მინის მრეწველობაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაზედოვის დაავადება
ავადმყოფობა, რომელიც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლით; დამახასიათებელია გადმოკარკლული თვალები, ჩიყვი, აჩქარებული გულისცემა და სხვ. (გერმანელი ექიმის ბაზედოვის გვარის მიხედვით, More…
ბაზილიკა
(basilica) წაგრძელებული სწორკუთხა უგუმბათო ტაძარი; გავრცელებული იყო ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაზიპეტალური
(basis; peto) "ძირი, ფუძე" და "მივისწრაფვი"წვერიდან ძირისაკენ მიმართული; მცენარის მძაფრი ზრდის დროს მისი ყველაზე უფრო ახალგაზრდა ნაწილები განლაგებულია ძირთან ახლოს. More…
ბაზისი
(basis) "საფუძველი"1. საზოგადოების ეკონომიკური წყობა მისი განვითარების გარკვეულ ეტაპზე; საზოგადოებრივ საწარმოო ურთიერთობათა ერთობლიობა; ყოველ ბაზისს აქვს თავისი შესაფერი ზედნაშენი More…
ბაზოფილები
უჯრედები, რომლებსაც ახასიათებს ბაზოფილია. See also: ბაზოფილია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაზოფილია
(basis და phileō) "ფუძე" და "მიყვარს"ცხოველურ ან მცენარეულ უჯრედთა და ქსოვილთა უნარი შეღებილ იქნენ ფუძე საღებრებით. See also: აციდოფილია =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბაზუკა
(bazooka) მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი ერთგვარი, რომელსაც ერთი კაცი ემსახურება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბათიალური არე
(bathos) "სიღრმე"ოკეანის, ზღვის სიღრმე 200-იდან 2 000 მეტრამდე. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბათიბიონტები
(bathys და bios) "ღრმა" და "სიცოცხლე"ზღვის ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ წყლის სიზრქეში დიდ სიღრმეზე (500 მ-ზე და უფრო ღრმად). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბათიმეტრია
(bathos და metreō) "სიღრმე" და "ვზომავ"წყლის სიღრმის გაზომვა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბათიპლანი
(bathys; planum) "ღრმა" და "სიბრტყე"ერთადგილიანი ღრმაწყლისეული აპარატი წყალქვეშა კინოფოტოგადაღებებისათვის, თევზებზე დაკვირვებისათვის და სხვ. =უცხო სიტყვათა More…
ბათისკაფი
(bathos და skaphos) "სიღრმე" და "გემი"ზღვის სიღრმის გამოსაკვლევი აპარატი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბათისფერო
(bathos და sphaira) "სიღრმე" და "სფერო"ფოლადის სფერული ან სფერულ-ცილინდრული კამერა, რომლითაც ჩადიან ზღვაში სიღრმეების გამოსაკვლევად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბათოლითები
(bathos და lithos) "სიღრმე" და "ქვა" უზარმაზარი გრანიტის მასივები. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბათომეტრი
(bathos და metreō) "სიღრმე" და "ვზომავ"ხელსაწყო, რომლითაც მოცემული სიღრმიდან იღებენ წყლის სინჯს ლაბორატორიულად გამოკვლევის მიზნით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბათოქრომები
(bathos და chrōma) "სიღრმე" და "ფერი"ატომთა ჯგუფები, რომელთა არსებობაც ორგანული საღებრის მოლეკულაში "აღრმავებს" მის ფერს, ე. ი. გადაჰყავს იგი ყვითლიდან More…
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9