A B C D E F G H I J K L M N

selected terms: 15,316 page 99 of 766
ბარბიტურატები
სამკურნალწამლო ნივთიერებანი; აქვს ძილის მომგვრელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ნარკოტიკული მოქმედება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარბოტინი
ფერადი მასალა შორენკეცის (კაფელის) და სხვა კერამიკული ნაკეთობის მოსახატავად; აკეთებენ თეთრი თიხის, სილისა და საღებავის ერთმანეთში შერევით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარდი
(bard) კელტური ტომების სახალხო მგოსან-მომღერალი (განსაკუთრებით ირლანდიაში, უელსსა და შოტლანდიაში). =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარელი
(barrel) ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში: მოცულობისა და ტევადობის საზომი სხვადასხვა სიდიდისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარელიეფი
(bas-relief) სკულპტურული გამოსახულება, რომელიც ამობურცულია ბრტყელ ზედაპირზე თავისი სავარაუდო მოცულობის ნახევარზე ნაკლებად. See also: ჰორელიეფი =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარეჟი
(barège) ერთგვარი მსუბუქი გამჭვირვალე ქსოვილი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარეტერი
(barretter) ხელსაწყო ელექტროდენის ძალის მუდმივობის შესანარჩუნებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბართლომეს ღამე
ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელიც მოაწყვეს კათოლიკეებმა პარიზში წმ. ბართლომეს ღამეს, 1572 წლის 24 აგვისტოს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარი
(bar; baros) 1.პატარა რესტორანი, სასაუზმე, სადაც ჩვეულებრივ ფეხზე მდგომნი შეექცევიან საჭმელ-სასმელს.2."სიმძიმე" - ატმოსფერული წნევის საზომი ერთეული.3.მთ.-მად. საბურღი მანქანის და More…
ბარიბალი
დათვი ერთგვარი; ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარიერი
(barrière) 1. ზღუდე, დაბრკოლება, რომელიც უნდა გადალახონ (მაგ., მორბენლებმა, ცხენოსნებმა და სხვ.); თარჯი. 2. დაბალი ტიხრი, მოაჯირი. 3. გადატ. რისამე, რაიმე მოქმედების შემაფერხებელი გარემოება. More…
ბარიკადა
(barricade) ქუჩაში ჩახერგილი დიდი საგნებით (მაგ., მიწით სავსე ტომრებით, მორებით, ავეჯით) შექმნილი დაბრკოლება ბრძოლის საწარმოებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარილი
(barril) "კასრი"ლათინური ამერიკის ზოგ ქვეყანაში: სითხის მოცულობის საზომი; უდრის 76 ან 96 ლიტრს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარიონები
(barys) "მძიმე"ჯგუფი მძიმე ელემენტარული ნაწილაკებისა, რომლებსაც პროტონზე არანაკლები მასა აქვს; ბ.-ს განეკუთვნება პროტონი და ნეიტრონი; მათგან ყველაზე მსუბუქი - პროტონი 1836-ჯერ More…
ბარისტერი
(barrister) ინგლისში: მაღალი რანგის ადვოკატი, რომელსაც უფლება აქვს ყველა სასამართლოში გამოვიდეს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარისფერო
(barys და sphaira) "მძიმე" და "სფერო, ბირთვი"დედამიწის მძიმე, ცენტრალური ბირთვი; როგორც ფიქრობენ, შედგება ნიკელოვანი რკინისაგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარიტი
(barys) "მძიმე"მინერალი, ბარიუმის ბუნებრივი სულფატი; ფართოდ იყენებენ მრეწველობაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ბარიტონი
(baritono) 1. მამაკაცის ხმა, საშუალო ტენორსა და ბასს შორის;2. ასეთი ხმის მქონე მომღერალი;3. საშუალო ზომის სპილენძის ჩასაბერი საკრავი; შედის სასულე ორკესტრის შემადგენლობაში. =უცხო More…
ბარიუმი
ბარიუმ-ი [< ბერძ. barys მძიმე] - ქიმიური ელემენტი, ვერცხლისფერი რბილი ლითონი; მის ნაერთებს იყენებენ რენტგენის დანადგარებში და ბირთვულ რეაქტორებში, მის მარილებს - მრეწველობასა და More…
ბარიცენტრი
ბარიცენტრ-ი - გეომეტრიული ფიგურის სიმძიმის ცენტრი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9