A B C D E F G H I J K L M N

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აყ აშ აც ახ აჯ აჰ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანს ანტ ანუ ანფ ანქ ანშ ანჩ ანჰ
selected terms: 22 page 1 of 2
ანგაჟემენტი
(engagement) "ვალდებულება; დაქირავება"მსახიობის მიწვევა სპექტაკლებში ან კონცერტებში მონაწილეობისათვის გარკვეული ვადითა და პირობებით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგაჟირება
ანგაჟემენტით აყვანა მსახიობისა, მასთან კონტრაქტის დადება. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგარი
(hangar) სპეციალური ნაგებობა თვითმფრინავების სადგომად, დასაცავად და მიმდინარე რემონტის ჩასატარებლად. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგარია
(angareia) მეომარი ქვეყნის მიერ თავის ტერიტორიაზე შეპყრობა ნეიტრალური ქვეყნის ტრანსპორტისა (მაგ., გემისა, მატარებლისა) საომრად გამოყენების მიზნით. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგინა
(angina) ხახის ლორწოვანი გარსის, ნუშისებური ჯირკვლების მწვავე ანთება (სხვანაირად: ყელის ანგინა). გულის ა. – გულის დაავადება; ახასიათებს გულის მწვავე ტკივილები, ხუთვა. =უცხო სიტყვათა More…
ანგიოგრაფია
(angeion და graphō) "სისხლძარღვი" და "ვწერ"სხვადასხვა ორგანოს (თავის ტვინის, ფილტვის, გულის, თირკმლის…) სისხლძარღვთა გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი. =უცხო More…
ანგიოლოგია
(angeion და logos) "სისხლძარღვი" და "მოძღვრება"ანატომიის ნაწილი, რომელიც სწავლობს სისხლძარღვებისა და ლიმფურ სისტემებს. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგიომა
(angeion) "სისხლძარღვი"კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება სისხლძარღვების ან ლიმფის სადინარებისგან. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგიონევროზი
(angeion) "სისხლძარღვი და "ნევროზი"იმ ნერვების მოქმედების მოშლილობა, რომლებიც აფართოებს და ავიწროებს სისხლძარღვებს: ახასიათებს კანის უეცარი გაფერმკრთალება ან გაწითლება, მწვავე More…
ანგიოსტომიდები
(angeion, stoma და eidos) "სისხლძარღვი", "პირი" და "სახე, სახეობა"მრგვალი ჭიები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანისა და ცხოველის ნაწლავებში. =უცხო სიტყვათა More…
ანგლები
ძველი ჩრდილოგერმანელი ტომი, რომელიც პირველად იხსენიება მე-2 ს.-ში; მე-7 – 10 სს.-ში მონაწილეობდნენ ანგლოსაქსების ეროვნების ჩამოყალიბებაში. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლეზი
((danse) anglaise) "ინგლისური" (ცეკვა)ძველებური ევროპული ცეკვა; მუსიკა ამ ცეკვისთვის. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლეზიტი
(anglaisite) თეთრი ან ნაცრისფერი მინერალი, ტყვიის აჯასპი (გოგირდმჟავა ტყვია); ანგლეზიტის მადნიდან გამოდნობით იღებენ ტყვიას. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლიკანური ეკლესია
ინგლისის სახელმწიფო ეკლესია; პროტესტანტიზმის ნაირსახეობა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლიციზმი
(anglicisme) ინგლისურიდან ნასესხები სიტყვა ან გამოთქმა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლომანი
ანგლომანიით შეპყრობილი ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლომანია
გადაჭარბებული სიყვარული ყოველივე ინგლისურისა. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლოსაქსები
ძველი გერმანელი ტომები (ანგლები და საქსები), რომლებიც მე-5 ს.-ში გადასახლდნენ ბრიტანეთის კუნძულებზე და დაიპყრეს ინგლისი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლოფილი
ანგლოფილ-ი [ფრანგ. anglo (< anglaise ინგლისური) და ბერძ. philos მეგობარი] – ინგლისელებისა და ყოველივე ინგლისურის მოყვარული. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ანგლოფობი
ანგლოფობიით შეპყრობილი ადამიანი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი
უცხო სიტყვათა ლექსიკონი ლექსიკონები
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9